კევლიანის კვირაცხოველი
კევლიანის კვირაცხოველი — ეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კევლიანში. მდებარეობს სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კილომეტრზე, ხშირი ტყით დაფარულ მაღალ ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (2,27 X 2,27 მ), ნაგებია რიყის ქვით და აგურით. წარმოადგენს პატარა სამლოცველოს, რომელიც დასავლეთ მხრიდან ღიაა, გადახურულია აგურის შესასვლელი კამარით. შიგნით, აღმოსავლეთ კედელში, სწორკუთხოვან შეღრმავებაში პატარა სწორკუთხა სარკმელია, ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში - შეისრულთაღიანი თითო ნიში.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 292.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კევლიანის კვირაცხოველი დაარქივებული 2013-11-02 საიტზე Wayback Machine.