კევინ ჰარტი

ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი და პროდიუსერი

კევინ ჰარტი (ინგლ. Kevin Hart; დ. 6 ივლისი, 1979 წელი) არის ცნობილი ამერიკელი კომიკოსი, მსახიობი და პროდიუსერი. მან თავისი კარიერა დაიწყო როგორც მოყვარულმა, კომედიის კონკურსებში მონაწილეობით. შემდეგ მან პირველი შესვენება 2001 წელს აიღო. მან ითამაშა ბევრ პოპულარულ ფილმში, რამაც მას სახელი და დიდება მოუტანა. კევინ ჰარტმა ასევე გამოუშვა უამრავი კომედიური ალბომი. მის ფანებს მოსწონთ მისი იუმორის გრძნობა. ის და დუეინ ჯონსონი საუკეთესო მეგობრები არიან. დუეინი ყოველთვის დასცინის კევინ ჰარტის სიმაღლეს, რომელიც არის 1,63 მ. კევინი აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს, განსაკუთრებით ინსტაგრამს.

კევინ ჰარტი

ადრეული წლები რედაქტირება

ჰარტი დაიბადა 1979 წლის 6 ივლისს, ფილადელფიაში, პენსილვანიის შტატში. მას ჰყავს უფროსი ძმა რობერტი. რობერტ ჰარტი, აუზის პროფესიონალი მოთამაშეა. ძმები ჰარტები ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან. ამ დროისთვის რობერტი თავის ძმასთან ცხოვრობს. ისინი გაზარდა მარტოხელა დედამ - ნენსიმ. მამა ნარკომანი იყო, ამიტომ მან ცხოვრების დიდი ნაწილი ციხეში გაატარა.

 
კევინ ჰარტი დუეინ ჯონსონთან და გერმანელ რეპერთან ალბერტ ტროვატოსთან ერთად ბერლინში, გერმანია, 2016 წლის ივნისი

ახალგაზრდა ჰარტმა გადაწყვიტა გამხდარიყო კომიკოსი, ბავშვობის ტკივილის დასაძლევად. კევინ ჰარტი თავდაპირველად არ იყო კარგი კომიკოსი. მან ნელ-ნელა მიაღწია წარმატებას. იგი ხშირად მონაწილეობდა შეჯიბრებებში, რამაც მას წარმატების მიღწევის საშუალება მისცა. მას დიდი დრო დასჭირდა კომედიური სტილის გასაუმჯობესებლად.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ჰარტი პირველად დაქორწინდა ტორეი ჰარტზე, მაგრამ მათ 2017 წელს განქორწინების შესახებ განაცხადი შეიტანა. მათ ჰყავთ ორი შვილი ჰევენ ლეი და ჰენდრიქსი. ორივე მათგანი იზიარებს შვილებზე მეურვეობას.

2014 წელს ჰარტმა ხელი სთხოვა მოდელს ენიკო პარიშს და 2016 წელს იქორწინეს. წყვილს 2017 წელს შეეძინა ვაჟი, კენზო კაში, 2020 წლის სექტემბერში კი ქალიშვილი, კაორი მაის.

კარიერა რედაქტირება

კევინ ჰარტმა სამსახიობო კარიერა 2002 წელს დაიწყო. მან იმონაწილევა ჯუდ აპატაუს მიერ შექმნილ ამერიკულ კომედიაში - "Undeclared". იმავე წელს მისი დებიუტი შედგა კომედიურ ფილმში - "ქაღალდის ჯარისკაცები".

2003 წელს იგი გამოჩნდა კომედიურ საშინელებათა ფილმში - "Scary Movie 3". ფილმმა კომერციულად დიდი წარმატება მოიპოვა, თუმცა შეფასებები საშუალოზე დაბალი იყო. იმავე წელს მან იმონაწილევა ფილმში - "Death of a Dynasty".

2004 წელს მან მიიღო მთავარი როლი კომედიურ ფილმში - "Soul Plane". ფილმი კომერციული წარუმატებლობით დასრულდა და უარყოფითი შეფასებები მიიღო. კევინის შემდეგი მნიშვნელოვანი როლი იყო "Scary Movie 4".

მომდევნო წლებში ის გამოჩნდა ფილმებში - "Epic Movie" (2007), "Superhero Movie" (2008), "Not Easily Broken" (2008), "Death at a Funeral" (2010) და "Little Fockers" (2010).

2012 წელს მან ითამაშა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი რომანტიკულ-კომედიურ ფილმში - "Think Like a Man". ფილმს ფინანსური წარმატება ხვდა წილად. ფილმმა 96 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. შემდეგ წელს ის ნახეს სპორტულ-კომედიურ ფილმში "Grudge Match", სადაც მან ითამაშა ისეთ ცნობილ მსახიობებთან ერთად, როგორებიც არიან სილვესტერ სტალონესი და რობერტ დე ნირო. ფილმს კომერციულად საშუალო წარმატება ხვდა წილად და მიმოხილვები ძირითადად ნეგატიური იყო.

2014 წელს მან მთავარი როლი შეასრულა კომედიურ ფილმში - "Ride along". ფილმს ფინანსურად დიდი წარმატება ხვდა წილად. იმავე წელს იგი ნახეს რომანტიკულ-კომედიურ ფილმში "About Last Night".

კევინ ჰარტის შემდეგი ფილმი იყო - "Get Hard", რომელიც 2015 წელს გამოვიდა.

2016 წელს მან იმონაწილევა ფილმებში - "Central Intelligence" და "The Secret Life of Pets". ორივე ფილმი კომერციულად წარმატება იყო. 2017 წელს კევინმა გაახმოვანა ანიმაციური ფილმი - "Captain Underpants: The First Epic Movie". ფილმმა კომერციულ წარმატებას მიაღწია და ასევე დადებითი შეფასებებიც მიიღო.

2017 წელს ჰარტმა მიიღო როლი კომედიურ-სათავგადასავლო ფილმში "Jumanji: Welcome to the Jungle". ფილმმა კომერციულად დიდი წარმატება მოიპოვა და თითქმის 1 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. ფილმს კრიტიკოსების მხრიდან ძირითადად დადებითი შეფასებები მოჰყვა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

https://www.gudstory.com/kevin-hart-biography/

https://www.thefamouspeople.com/profiles/kevin-hart-30175.php

https://www.biography.com/performer/kevin-hart

https://www.imdb.com/name/nm0366389/bio?ref_=nm_ov_bio_sm