კახური მცვივანი
კახური მცვივანი — ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. ეკუთვნის კახეთის ვაზთა ჯიშთა ჯგუფს. სხვებთან შედარებით საადრეო ჯიშია.
ის XIX საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული იყო კახეთში, თუმცა დაავადებების გამო (ვაზის ჭრაქი, ნაცარი, ფილოქსერა), მისმა ნარგავებმა მკვეთრად იკლო. მისგან დგება შესანიშნავი ქვევრის ტრადიციული ღვინო. ნაკლებსხეულიანია, თუმცა ხასიათიანი, ძალზე გამორჩეული არომატით.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- მ. ხარბედია, „ქართული ღვინის გზამკვლევი“, გვ. 52, თბ., 2013