კახა კოჟორიძე

ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი

კახა კოჟორიძე (დ. 2 იანვარი, 1982, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი, კომპანიის - „კოჟორიძე და იურისტები“ მმართველი პარტნიორი (2018).

კახა კოჟორიძე
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2015 – 2018
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2012 – 2014

დაბადებული2 იანვარი, 1982 (1982-01-02) (42 წლის)
თბილისი
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
საქმიანობაიურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

კახა კოჟორიძე დაიბადა 1982 წლის 2 იანვარს თბილისში. მამა - კუკური კოჟორიძე, იურისტი, ხაშურის რაიონული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი. დედა - ნინო ონოფრიშვილი, მასწავლებელი. კახა კოჟორიძემ დაამთავრა ხაშურის მეცხრე საჯარო სკოლა (1999), ხოლო 2005 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სწავლობდა GIPA-ს სამართლის პროგრამაზე (2005-2006). სამართლის მაგისტრის ხარისხი მიიღო ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლაში (LSE), სადაც სწავლობდა ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით (Chevening Programme, 2016-2017).

კახა კოჟორიძე იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში (2015-2018).[1] არის საადვოკატო ბიუროს - „კოჟორიძე იურიდიული და ბიზნეს კონსალტინგი“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. პროფესიული საქმიანობა დაიწყო 2005 წელს საადვოკატო საქმიანობით. 2007-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (საია) ჯერ ადვოკატის, შემდეგ იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე, ხოლო 2012-2014 წლებში ორჯერ იქნა არჩეული საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ.[2] 2020-2021 წლებში იყო პოლიტიკური პარტიის - „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და პოლიტიკური საბჭოს წევრი.


კახა ასევე იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი (2013-2015); მართლმსაჯულების სისტემურ რეფორმებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის თავმჯდომარე; კითხულობდა ლექციებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებზე. 2018 წლიდან არის კომპანიის - „კოჟორიძე და იურისტები“ - მმართველი პარტნიორი.[3]

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თავისუფლების დღიურები - 2012. რადიო "თავისუფლების" პროექტი.თბილისი, 2013, გვ.206

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. კახა კოჟორიძემ პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა დატოვა. reginfo.ge. ციტირების თარიღი: 20 ივლისი, 2020.
  2. საიას რიგით X თავმჯდომარე კახა კოჟორიძე გახდა. gyla.ge. ციტირების თარიღი: 20 ივლისი, 2020.
  3. კახა კოჟორიძე - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია. /www.gba.ge. ციტირების თარიღი: 3 ივლისი, 2022.