კახაბერ ძაგანია (დ. 28 ივლისი, 1970, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი.

კახაბერ ძაგანია
დაბადების თარიღი 28 ივლისი, 1970 (1970-07-28) (54 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
პარტია საქართველოს ლეიბორისტული პარტია (1996-2013)

ბიოგრაფია

რედაქტირება

1992 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის ფაკულტეტი. 1992-1993 წლებში მუშაობდა სამკურნალო პროფილაქტიკურ საშუალებათა მიღების სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიაში. 1996 წლის ოქტომბერში გახდა ლეიბორისტული პარტიის წევრი. 2000-2002 წლებში მუშაობდა თბილისის მერიაში. 2002-2006 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი ლეიბორისტული პარტიის სიით, ხოლო 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „შალვა ნათელაშვილი — საქართველოს ლეიბორისტული პარტია“. მან ლეიბორისტული პარტია 2013 წელს დატოვა. მასთან ერთად პარტიიდან იოსებ შატბერაშვილიც წავიდა. 2013 წლის მაისში მან ჩამოაყალიბა პოლიტიკური გაერთიანება „მემარცხენე ალიანსი“, რომლის ლიდერიც თავად გახდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება