კაცი რკინის ნიღაბში

კაცი რკინის ნიღაბში (ფრანგ. Homme au masque de fer; გ. 19 ნოემბერი, 1703) — ლუდოვიკო XIV-ის დროინდელი პატიმარი, რომელიც სხვადასხვა პერიოდში საფრანგეთის სხვადასხვა ციხეებში იხდიდა სასჯელს. მიუხედავად სახელისა, თავდაპირველად პატიმარი ატარებდა ხავერდოვან ნიღაბს, ხოლო რკინად იგი გვიანდელმა ლეგენდებმა გადააქციეს. პირველი ცნობები პატიმრის შესახებ გაჩნდა წიგნში „Mémoires secrets pour servir à l’histoire de Perse“ (ამსტერდამი, 1745-46 წლები), რომლის თანახმად კაცი რკინის ნიღაბში იყო ჰერცოგი ვერმანდუა, ლუდოვიკო XIV-ისა და ქალბატონ ლუიზა ლევალიერის ვაჟი, რომელმაც შეურაცხყო თავისი უფროსი ძმა, დოფინი და სამუდამო პატიმრობა მიიღო. ოფიციალური ვერსიით ვერმანუდა გარდაიცვალა ახალგაზრდობაში, 1683 წელს. პირველმა ადამიანმა, რომელმაც გააღვივა ინტერესი, იყო ვოლტერი თავის თხზულებაში „ლუი XIV-ის საუკუნე“ (1751). ზოგი ჰოლანდიელი ავტორი მიიჩნევდა, რომ კაცი რკინის ნიღაბში იყო ახალგაზრდა უცხოელი თავადი, ანა ავსტრიელის კამერგერი და ლუდოვიკო XIV-ის ნამდვილი შვილი. ამავდროულად არსებობს რამდენიმე სხვა ვერსიაც, როგორებიცაა — ლუდოიკო XIV-ის არაკანონიერი შვილი, ლუდოვიკო XIV-ის ტყუპისცალი და ავანტიურისტი მატიოლი.

კაცი რკინის ნიღაბში, 1789 წლის ნახატი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Ranke, «Französische Geschichte»;
  • Topin, «L’homme au masque de fer» (П., 1869);
  • Jung, «La vérité sur le masque de fer» (П., 1873).