კაფკა ასაგირი
კაფკა ასაგირი (დ. 17 მარტი, 1984, იაპონია, კუნძული სიკოკუ) — იაპონელი მანგის მხატვარი და ნოველისტი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაკაფკა ასაგირი დაიბადა 17 მარტს 1984 წელს, იაპონიაში, კუნძულ სიკოკუზე. იყო მოლარე მანქანების კომპანიაში, ასაგირი ფიქრობდა გამხდარიყო სცენარების მწერალი მისი მუშაობის მეორე-მესამე წლიდან,მაგრამ კომპანია იმდენად იყო დაკავებული,რომ ვერ ასწრებდა წერას მუშაობის დროს. მან კომპანია დატოვა 2012 წლის დასაწყისში. ამის შემდეგ, სცენარებთან დაკავშირებულ სამუშაოზე ძიების დროს, ასაგირიმ გადაწყვიტა შეექმნა ისეთი რამ, რისი ყურებაც ადამიანებს უფასოდ შეეძლოთ. მან დაიწყო ვიდეოების გამოქვეყნება, რომელშიც ნათქვამია: „მინდოდა“, სავიზიტო ბარათების სახით. ვიდეოების შექმნასთან ერთად, სჯეროდა, რომ მნიშვნელოვანია სამუშაო გამოცდილება პროფესიონალად გახდომისთვის. შემდეგ ნიკო ნიკო დუგაზე გამოქვეყნებულმა მისმა ვიდეომ „ნელა იუმუ და მართლაც საშინელი ქთულჰუს მითოსი“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა და პოპულარული გახდა.ვიდეოს ატვირთვიდან ოთხი თვის შემდეგ, ასაგირს მიმართა Monthly Shonen Ace-ის მთავარმა რედაქტორმა, რათა მოეტანა სამი პროექტი ორ კვირაში. შეხვედრის შემდეგ მათ შეასრულეს კომერციული დებიუტი Bungo Stray Dogs-თან ერთად.მან დებიუტი შეასრულა, როგორც ნოველისტი, ნოველით Bungo Stray Dogs[1]: Osamu Dazai's გამოჩენა. Bungo Stray Dogs-ისთვის ასაგირი შთაგონებული იყო შუშაკუ ენდოს მოთხრობით „Ryūgaku“, ისევე როგორც ოსამუ დაზაის ბოლო რომანი „No longer Human“. ასაგირმა გადაწყვიტა მკითხველთა შორის გამორჩეულიყო ოსამუ დაზაის საკუთარი შეხედულება. კადოკავა შოტენი ასაგირს მიუახლოვდა პერსონაჟებისთვის მეტი შინაარსის დაწერით, რამაც განაპირობა მსუბუქი ნოველების დამზადება, სადაც მწერალმა გადაწყვიტა დაზაის წარსული გამოეკვლია. ბევრმა ნამუშევარმა მოახდინა გავლენა ასაგირზე, მათ შორის ჯოჯოს უცნაური თავგადასავალი. მას ასევე უყვარდა YuYu Hakusho-სა და Black Lagoon-ის კითხვა. ასაგირს ასევე უყვარს საერთაშორისო ფილმები და სერიალები, განსაკუთრებით შურისმაძიებლები და ბნელი რაინდი. კითხვაზე, კონკრეტულად რა მოსწონს დასავლურ მედიაში, მან პირდაპირ უპასუხა, რომ მისი ხელმისაწვდომობა მას ასე მიმზიდველს ხდის. ამერიკული მედია ფართოდ არის ხელმისაწვდომი იაპონიაში სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით.ასაგირს უყვარდა Dragon Quest-ის თამაში და ასევე იყო დამოკიდებული RPG წარმოების პროგრამულ RPG Maker-ზე და ყოველთვის ქმნიდა ისტორიებს. რაც შეეხება სიუჟეტების წერას, ის განსაკუთრებულად არ ეხება ისეთ მედიუმებს, როგორიცაა მანგა, რომანები ან თამაშები.მას სურს შექმნას ისტორიები, რომლებიც ოპტიმიზირებულია ამ მედიისთვის.
ლიტერატურა
რედაქტირება- "ბუნგო მაწანწალა ძაღლები" ჰარუკავა 35 ინტერვიუ კაფკა ასაგირისთან, 2013. გვ.2
- კაფკა ასაგირი 2016. კადოკავა. გვ.22.