კაფია-კინგი
კაფია-კინგი (ინგლ. Kafia-Kingi) — სადავო ტერიტორია 25 000 კმ² ფართით საზღვრის დასავლეთ მონაკვეთში სუდანსა და სამხრეთ სუდანს შორის. დავა მიმდინარეობს მასზე, თუ რომელი ყოფილი ადმინისტრაციული საზღვარი (1956 ან 1960 წლების) უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო საზღვრად სამხრეთ სუდანსა და სუდანს შორის. თითოეული სახელმწიფო აღიარებს მხოლოდ იმ საზღვარს, რომელსაც იგი თვლის საჭიროდ. კერძოდ, აშშ აღიარებს 1956 წლის საზღვრებს (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს რუკებზე სადავო ტერიტორია აღნიშნულია სამხრეთ სუდანის ტერიტორიის შემადგენელ ნაწილად[1]).
გეოგრაფია
რედაქტირებაკაფია-კინგის სადავო ტერიტორიაზე აღმოჩენილია სპილენძის მარაგი. საძოვრები საკმაოდ ნაყოფიერია შინაური საქონლის საკვებად. ტერიტორიაზე მდებარეობს რადომის ეროვნული პარკი, რომელიც სუდანის ეროვნული პარკია 1980 წლიდან.
ისტორია
რედაქტირება1956 წელს, როდესაც სუდანმა მიიღო დამოუკიდებლობა, კაფია-კინგის რაიონი იყო ბაჰრ-ელ-ღაზალის პროვინციის ნაწილი, სადაც შედიოდა ამავე პროვინციის დასავლეთის ოლქის რაგას ქვეოლქის შემადგენლობაში. 1960 წელს რაიონი გადაეცა სუდანის დარფურის პროვინციას (პროვინცია 1916 წლიდან). ნაივაშის შეთანხმების თანახმად საზღვარი ჩრდილოეთ და სამხრეთ სუდანს შორის გაივლო 1956 წლის საზღვრის მიხედვით (აბიეის რაიონის გარდა, რომლისთვისაც მიიღეს სპეციალური პროტოკოლი), შედეგად კაფია-კინგის რაიონი უნდა გამხდარიყო დასავლეთი ბაჰრ-ელ-ღაზალის შტატის რაგას ოლქის ნაწილი. 2011 წლის 9 ივლისს სამხრეთი სუდანი გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაგრამ სუდანის ხელისუფლებამ არ აღიარა სამხრეთ სუდანის სუვერენიტეტი კაფია-კინგის ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთი სუდანი მან აღიარა ზუსტად 1956 წლის საზღვრებში. სუდანის რესპუბლიკა არ თვლის, რომ კაფია-კინგი 1956 წელს იყო სამხრეთის ნაწილი, რადგანაც ზოგიერთი დოკუმენტები ამტკიცებენ, რომ 1930 წლიდან ის უკვე შედიოდა დარფურის შემადგენლობაში.[2] სამხრეთმა სუდანმა, თავის მხრივ, პრეტენზიები წამოაყენა სუდანის ზოგიერთ ტერიტორიებზე კაფია-კინგის და აბიეის რაიონებთან ერთად. პერიოდულმა საბრძოლო მოქმედებებმა მოიტანა ის, რომ 2012 წლის ზაფხულისთვის ჩრდილოეთმა სუდანმა დაიბრუნა კონტროლი ყველა სადავო ტერიტორიებზე (აბიეის რაიონის გარდა, რომელსაც აკონტროლებენ ეთიოპიელი სამშვიდობო ძალები), მათ შორის 9 მაისს — კაფია-კინგის რაიონზეც.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოფიციალური საიტი. სამხრეთ სუდანის რესპუბლიკის რუკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-11-15.
- ↑ Sudan: Defining the North-South Border. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-20. ციტირების თარიღი: 2015-11-15.