კატრინ ლოთარინგიელი

კატრინ ლოთარინგიელი (დ. 3 ნოემბერი 1573 - გ. 7 მარტი 1648) — ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ III-ისა და მისი ცოლის, საფრანგეთის პრინცესა კლაუდია ვალუას შუათანა ქალიშვილი. რემირემონტის აბატი.

კატრინ ლოთარინგიელი
მშობლიური სახელი Catherine de Lorraine
დაბადების თარიღი 3 ნოემბერი 1573
ნანსი, ლოთარინგია
გარდაცვალების თარიღი 7 მარტი 1648 (74 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
ეროვნება ფრანგი
წოდება რემირემონტის აბატი
რელიგია კათოლიციზმი
მშობლები მამა: შარლ III ლოთარინგიელი
დედა: კლაუდია ვალუა

ბიოგრაფია

რედაქტირება

კატრინი იყო შარლ III ლოთარინგიელისა და მისი ცოლის, საფრანგეთის პრინცესა კლაუდია ვალუას მეშვიდე შვილი და მეოთხე ქალიშვილი. დედის ხაზით მისი ბებია-პაპა იყვნენ საფრანგეთის მეფე ანრი II და მისი ცოლი, დედოფალი ეკატერინე მედიჩი. როდესად კატრინი წელიწადნახევრის იყო, 1575 წელს დედამისი, კლაუდია ვალუა, 27 წლის ასაკში გადაჰყვა მეცხრე მშობიარობას.

კატრინმა თავისი ცხოვრება რელიგიასა და უფალს მიუძღვნა. მან უარი განაცხადა საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ II-ზე დაქორწინებაზეც კი.

1602 წელს კატრინი განიხილებოდა კუდჟურტის აბატად. 1612 წელს კი ელიზაბეტ სალმის პოსტიდან გადადგომის შემდეგ კატრინი საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟული, რემირემონტის აბატი გახდა.

რემირემონტი მთელს საფრანგეთში ყველაზე მნიშვნელოვანი, პრესტიჟული, გამოჩენილი და არისტოკრატული სააბატო იყო, რომელსაც მჭიდრო კავშირი ჰქონდა ლოთარინგიასთან. მოგვიანებით კატრინს მჭიდრო კავშირი ჰქონდა თავის ბიძაშვილ მარგარიტა ლოთარინგიელთან. მარგარიტას დედა 1627 წელს გარდაიცვალა და მას შემდეგ კატრინთან ცხოვრობდაა რემიემონტში. მოგვიანებით მარგარიტა დაქორწინდა საფრანგეთის მეფე ლუი XIII-ის სკანდალურ და მეამბოხე ძმა გასტონ დე ბურბონზე. ისინი მალულად და უნებართვოდ დაქორწინდნენ რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა რის გამოც წყვილი ბრიუსელში გაიქცა.

1638 წელს ოვერნის ჰერცოგის ჯარებმა რემირემონტის ოკუპაცია მოახდინეს. მომავალ წელს პრინცესა კატრინმა მოიპოვა ნეიტრალიტეტი, რითაც შეძლო მომდევნო წლებში მიმდინარე ოცდაათწლიან ომში თავის გადარჩენა.

კატრინი გარდაიცვალა 1648 წლის 7 მარტს 60 წლის ასაკში. რემირემონტში კი ახალი ორლეანელი აბატი ჩავიდა.

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Jacqueline Carolus-Currien, Pauvres duchesses, Metz, Édition serpenoise, 2007.
  • van de Pas, Leo. "Catherine de Lorraine". Genealogics .org. Retrieved 2010-03-02.