კატისებრი ლემური
კატისებრი ლემური, კატა (ლათ. Lemur catta) — ნახევრად მაიმუნი საკუთრივ ლემურების გვარისა. მისი სხეულის სიგრძე 40 სმ აღწევს, კუდისა — 55 სმ. ზურგის მხარე და თავი რუხია, მუცლისა მოთეთრო, კუდზე — 15-16 შავი რგოლი აქვს, მამალს მხარზე და წინამხარზე სურნელოვანი ჯირკვლები აქვს. ბინადრობენ კუნძულ მადაგასკარის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ღია ადგილებში, კარგად ცოცავენ კლდეზე. იკვებებიან ლეღვისა და სხვა მცენარეების ნაყოფით. კარგად იტანენ ტყვეობას.
კატისებრი ლემური | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Lemur catta | |||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||
საფრთხესთან ახლოს მყოფი IUCN 3.1 Near Threatened : 11496 | |||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქსე, ტ. 5, გვ. 437, თბ., 1980