კატია პეტროვსკაია (დ. 3 თებერვალი, 1970) — კიევში დაბადებული გერმანელი პროზაიკოსი და ჟურნალისტი.

კატია პეტროვსკაია
დაბადების თარიღი 3 თებერვალი, 1970(1970-02-03)[1] [2] (54 წლის)
დაბადების ადგილი კიევი[3]
საქმიანობა ჟურნალისტი და მწერალი
მოქალაქეობა  უკრაინა
ჯილდოები ინგებორგ ბახმანის პრემია[4] , ერნსტ ტოლერის პრემია[4] , Aspekte-Literaturpreis[4] , Schubart-Literaturpreis[5] და Gustav Regler Award[6]
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა და გაიზარდა კიევში, ლიტერატურის პროფესორი მირონ პეტროვსკისა და მასწავლებელი სვეტლანა პეტროვსკაიას ოჯახში, ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ კი მოსკოვში ცხოვრობდა. ჰყავს უფროსი ძმა, რომელიც ისტორიკოსია.

კატია ლიტერატურასა და სლავურ ფილოლოგიას სწავლობდა ტარტუს უნივერსიტეტში, სადაც მასზე დიდი გავლენა მოახდინა სემიოტიკოსმა იური ლოტმანმა. 1994-96 წლებში იგი რუსი მასწავლებლების ამერიკული საბჭოს დაფინანსებით სტენფორდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში სწავლობდა. 1998 წელს მან ჰუმანიტარული მეცნიერებების რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ვლადისლავ ხოდასევიჩის პოეტური პროზა“. 1999 წელს პეტროვსკაია გერმანიაში გადავიდა, სადაც ქმართან და ორ ქალიშვილთან ერთად ბერლინში ცხოვრობს.

შემოქმედება

რედაქტირება

რუსულ გაზეთებში მუშაობის შემდეგ პეტროვსკაიამ გერმანულენოვან გაზეთებისთვის დაიწყო წერა, ესენია: Neue Zürcher Zeitung და Frankfurter Allgemeine Zeitung. 2010 წელს მან მიიღო რობერტ ბოშის სტიპენდია, რათა გამოექვეყნებითა წიგნი სამუშაო სათაურით „ალბათ ესთერი“. 2013 წელს მან რომანის მეხუთე თავის ფრაგმენტებისთვის ინგებორგ ბახმანის პრემია გადაეცა. „ალბათ ესთერი“ 2014 წელს გამოქვეყნდა. რომანი კიევში მცხოვრები ებრაელების გენოციდზე მოგვითხრობს, რომელმაც კულმინაციას 29-30 სექტემბერს ბაბი-იარის დარბევისას მიაღწია. წიგნის მთავარი პერსონაჟი პეტროვსკასიას დიდ ბებიაზე, ესთერზეა, დაფუძნებული, რომელიც ბაბი იარის დარბევას შეეწირა. რომანი 20-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება