მარია ალექსანდრა კატერინ სიაჩოკე (ესპ. Catherine Siachoque; დ. 21 იანვარი 1972, ბოგოტა) — კოლუმბიელი მსახიობი და მოდელი. განსაკუთრებით ცნობილია თავისი როლებით მრავალრიცხოვან ესპანურენოვან ტელენოველებში. იგი ფელიქს სიაჩოკეს და ბლანკა გაეტეს უფროსი ქალიშვილია და ჰყავს სამი ძმა. სიაჩოკე 1999 წლის 4 ივლისიდან დღემდე არგენტინელი მსახიობისა და რეჟისორის მიგელ ვარონის მეუღლეა.

კატერინ სიაჩოკე
დაბადების სახელი მარია ალექსანდრა კატერინ სიაჩოკე
დაბადების თარიღი 21 იანვარი, 1972
(46 წლის)
ბოგოტა, კოლუმბია
სხვა სახელები კატი
საქმიანობა მსახიობი, მოდელი
აქტიური 1995-დღემდე
რელიგია კათოლიკე
მეუღლე(ები) მიგელ ვარონი
(1997-დღემდე)
მშობლები მამა: ფელიქს სიაჩოკე
დედა: ბლანკა გაეტე

ბიოგრაფია

რედაქტირება

კატერინ სიაჩოკე დაიბადა 1972 წლის 21 იანვარს კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში. პერველად ტელესერიალში გამოჩნდა 1994 წელს.

სიაჩოკეს ერთ-ერთი ბოლო ნამუშევრებია სტუდია ტელემუნდოს მიერ გადაღებული სერიალები, როგორებიცაა : „სახლი მეზობლად“, „სად არის ელისა?“, „უმკერდოდ სამოთხე არ არსებობს“, „სხვისი ცოდვები“, „ვნებათა მიწა“, „სიყვარულის გაკვეთილები“, „შურისძიება“, „სიყვარული უდაბნოში“ და სატელევიზიო დამოუკიდებელი სერიებისგან შემდგარი პროგრამა „გადაწყვეტილებები“. იგი სერიალებში უფრო ცნობილია უარყოფითი პერსონაჟების, სერიალის წამყვანი ალქაჯების თამაშით, და პოპულარობა სწორედ ამ როლებმა მოუტანეს.

ბოლო 10 წელი უარყოფითი როლების თამაშის შემდეგ, მან ერთ-ერთ ბოლო სერიალში განასახიერა დადებითი პერსონაჟის სახე, მთავარი გმირის დედა ილდა სანტანა ტელემუნდოს ტელენოველაში „უმკერდოდ სამოთხე არ არსებობს“. ტელემუნდოს ახალ სერიალში „სახლი მეზობლად“ იგი ასევე დადებით როლს თამაშობს.

სიაჩოკე 2014 წელს დაუბრუნდა ეკრანებს ტელემუნდოს ახალ სერიალში „მაფიაზე გათხოვილი“, რომლის გადაღებებიც 2014 წლის თებერვლიდან ამავე წლის აგვისტომდე მიმდინარეობდა, სერიალის პრემიერა აშშ-ში ტელემუნდოს არხზე 8 ივლისს შედგა და 1 დეკემბერს დასრულდა.

2015 წლის აპრილიდან კატერინ სიაჩოკე მეუღლესთან ვარონისთან ერთად მექსიკაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ვარონი ტელემუნდოს ახალი სერიალის „რკინის ქალბატონის“ მეორე სეზონის რეჟისორია.

2016 წელს სიაჩოკე ტელემუნდოს ეკრანებს დაუბრუნდება სერიალით „სამოთხე უმკერდოდაც არსებობს“, 2009 წლის ფენომენის „უმკერდოდ სამოთხე არ არსებობს“-ის გაგრძელება, რომლის სიუჟეტიც 14 წლის შემდეგ ვითარდება.

2017-2018 წლებში სიაჩოკე სერიალ „სამოთხე უმკერდოდაც არსებობს“, მეორე და მესამე სეზონებში იღებს მონაწილეობას.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი სათაური როლი ცნობები
1995 თვითგადარჩენა პერლა დადებითი გმირი
1995-1996 სურვილის ბნელი მხარე ლორენა დადებითი გმირი
1996 სისხლი, ოფლი და ცრემლები ლინა მარია დადებითი გმირი
1997 მოჯადოება სალომე მთავარი დადებითი გმირი
1997 ხუანები ხუანა კარიდად სალგერო მთავარი დადებითი გმირი, მონაზონი
1998 ცისარტყელას ჩრდილი სილვია სტელა გრანიანი მთავარი ალქაჯი
1998-1999 ასე ახლოს და ასე შორს ლაურა მთავარი ალქაჯი
1999-2000 ვარდების ომი როსა ემილია კარილიო მთავარი ალქაჯი
2001 სიყვარული უდაბნოში მიკაელა ფერნანდესი მთავარი ალქაჯი
2002-2003 შურისძიება გრაცია ფონტანა მთავარი ალქაჯი
2004-2005 სიყვარულის გაკვეთილები დებორა ბუენროსტრო მთავარი ალქაჯი
2005-2007 გადაწყვეტილებები გაბრიელა / მარია ვალენსია
ალმა.
ტვ შოუ (2 სერია)
2005-2006 ვნებათა მიწა მარსია ერნანდესი მთავარი ალქაჯი
2007-2008 სხვისი ცოდვები ინეს ვალიეხო მთავარი ალქაჯი
2008-2009 უმკერდოდ სამოთხე არ არსებობს ილდა სანტანა მთავარი დადებითი გმირი
2010 სად არის ელისა? სესილია ალტამირა მთავარი როლი / მთავარი ალქაჯი
2011-2012 სახლი მეზობლად იგნასია კონდე მთავარი როლი
2014 მაფიაზე გათხოვილი ესტეფანია პერესი მთავარი ალქაჯი
2016-2018 სამოთხე უმკერდოდაც არსებობს ილდა სანტანა მთავარი დადებითი გმირი (3 სეზონი)
2017 ფანი ისაბელ პინსონი ეპიზოდური როლი (2 სერია)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება