კატერინა სკარპელინი
კატერინა სკარპელინი (იტალ. Caterina Scarpellini; 29 ოქტომბერი, 1808, ფოლინიო —28 ნოემბერი, 1873, რომი) —იტალიელი ასტრონომი და მეტეოროლოგი.[1]
კატერინა სკარპელინი იტალ. Caterina Scarpellini | |
---|---|
დაბადების თარიღი |
29 ოქტომბერი 1808 ფოლინიო, იტალია |
გარდაცვალების თარიღი |
28 ნოემბერი, 1873 (65 წლის) რომი, იტალია |
მოქალაქეობა | იტალიის სამეფო |
საქმიანობა | ასტრონომი, მეტეოროლოგი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკატერინა სკარპელინი დაიბადა ფოლინიოში 1808 წლის 29 ოქტომბერს. 18 წლის ასაკში გადავიდა რომში. სკარპელინის გვარი ცნობილი გახლდათ მეცნიერებაში შეტანილი წვლილით. გვარის ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო კატერინას ბიძა და ნათლია, ასტრონომი ფელიჩიანო სკარპელინი, რომელიც ხელმძღვანელობდა ქვეყანაში ერთ-ერთი პირველ ობსერვატორიას საპიენცის უნივერსიტეტში. [2]
კატერინამ ადრეული ასაკიდანვე გამოავლინა ინტერესი მეცნიერების მიმართ. გოგონა, რომელიც კაპიტოლიუმის ბორცვზე ობსერვატორიის მახლობლად ცხოვრობდა, განსაკუთრებით ასტრონომიით იყო დაინტერესებული. სქესის გამო კატერინას ოფიციალურად არ შეეძლო უნივერსიტეტში ჩაბარება, მაგრამ ბიძამ საპიენცის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ასწავლა ასტრონომიული ინსტრუმენტების მართვა. ამ გაკვეთილების დროს კატერინამ გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ერასმუს ფაბრი, რომელმაც ქორწილის შემდეგ ცოლის გვარი მიიღო.
ოცი წლის ასაკიდან გარდაცვალებამდე კატერინა აქტიურად იყო დაკავებული სამეცნიერო საქმიანობით. 1847 წელს იგი გახდა ჟურნალ Correspondenza Scientifica-ს რედაქტორი რომში, სადაც აქვეყნებდა სტატიებს სხვადასხვა თემებზე.
იგი დღეში ექვსჯერ იწერდა დაკვირვების შედეგებს, რომლებსაც შემდეგ აქვეყნებდა Correspondenza Scientifica-ში და საფრანგეთის მეტეოროლოგიური საზოგადოების ახალი ამბების ბიულეტენში. სკარპელინის პუბლიკაციები ასტრონომიულ თემებზე ეხებოდა კომეტებსა და მეტეორებს; 1854 წელს მან აღმოაჩინა ახალი კომეტა.
მან ასევე შეადგინა მეტეორების პირველი კატალოგი იტალიაში და გახლდათ ერთადერთი ასტრონომი რომში, რომელმაც დააკვირდა 1866 წლის ლეონიდის მეტეორების წვიმას. გარდა ამისა, სკარპელინი წერდა სტატიებს მზის ლაქების პერიოდულობის, სატურნის რგოლების შესახებ და გამოთქვამდა საკუთარ ჰიპოთეზას პლანეტების ფორმირებისა და ციური მექანიკის შესახებ. [3]
ასტრონომიის გარდა, კატერინა სკარპელინი დაინტერესებული იყო ელექტროენერგიისა და მაგნეტიზმის ფენომენებით. 1853 წელს მან გამოაქვეყნა სტატია კუნთების შეკუმშვის დროს სუსტი ელექტრული დენის შესახებ.
1856 წელს მეცნიერმა კაპიტოლიუმის ობსერვატორიაში მოაწყო მეტეოროლოგიური და ოზონომეტრიული სადგური, რომლის საქმიანობასაც შეადგენდა მდინარე ტიბრის ჰიდრომეტრული და ჰიდროთერმული გაზომვები. შედეგები ქვეყნდებოდა ოზონომეტრიული და მეტეოროლოგიური დაკვირვებების სპეციალურ ბიულეტენში. ოზონის დონის გაზომვით, მან დაასკვნა საპირისპირო კავშირი ჰაერში ამ გაზის კონცენტრაციასა და რომში ქოლერის ეპიდემიის გავრცელებას შორის 1867 წელს.
1864 წელს პაოლო პერენთან ერთად გამოაქვეყნა ერთობლივი კვლევა იმ წლის თებერვალში ქვიშის ქიმიურ ანალიზზე, რომელიც ძლიერმა ქარმა მიიტანა საჰარის უდაბნოდან რომში.[4]
სკარპელინის პუბლიკაციამ მიწისძვრებზე მთვარის გავლენის შესახებ მოსკოვის საიმპერატორო ნატურალისტთა საზოგადოებისგან, ვენის სამეფო გეოლოგიურ ინსტიტუტისა და სხვა უცხოური საზოგადოებებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა.
კატერინა სკარპელინი გარდაიცვალა 1873 წლის 28 ნოემბერს რომში 65 წლის ასაკში.
ჯილდოები
რედაქტირებასამეცნიერო ჟურნალები
რედაქტირება- სამეცნიერო მიმოწერა
- ოზონომეტრულ-მეტეოროლოგიური დაკვირვებების ბიულეტენი
ლიტერატურა
რედაქტირება- Mary R. S. Creese, Thomas M. Creese. Ladies in the Laboratory II: West European Women in Science, 1800-1900: a Survey of Their Contributions to Research. — Scarecrow Press, 2004. — P. 199—200.
- Federica Favino. Scarpellini, Caterina // Dizionario Biografico degli Italiani. — 2018. — Т. 91.
- Gabriela Berti Logan. Caterina Scarpellini: Astronomy and Meteorology in Risorgimento Rome // Nuncius. — 2005. — P. 189–217.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The Observatory, vol. 22 no. 282 (August 1899), p. 297-98.
- ↑ Popular Astronomy, March 1898, p. 217.
- ↑ "SIUSA - Scarpellini Caterina". siusa.archivi.beniculturali.it ( იტალ). Retrieved 4 October 2017.
- ↑ Logan, Gabriella Berti (2005). "Caterina Scarpellini: Astronomy and Meteorology in Risorgimento Rome". Nuncius. 20: 189–217. doi:10.1163/182539105x00772. Retrieved 3 January 2015.
- ↑ "Planetary Names: Crater, craters: Scarpellini on Venus". planetarynames.wr.usgs.gov. Retrieved 4 October 2017.