კატეგორიის განხილვა:ისლანდია
ძალიან ხშირად ისლანდიური სახელები დამახინჯებულად წერია, როგორც ჩანს პირდაპირ რუსულიდანაა გადმოქართულებული, მაგალითად Seyðisfjörður ქართულად დაიწერება „სეიზისფიორდური“ და არა „სეიდისფიორდური“; ð არასდროს იკითხება როგორც დ. დაახლოებით იმ ტიპის შეცდომებია, სიტყვაზე ინგლისური this is რომ დაიწეროს ქართული ასოებით - დის ის.
ისლანდიურს ვსწავლობ და შემიძლია დაგეხმაროთ სახელების ჩასწორებაში.--Sydbeqabarrett განხილვაწვლილი 17:44, 15 ნოემბერი 2012 (UTC)
და რატომ რუსულიდან? ეგებ ზოგს საკუთარი მიხვედრით გადმოაქვს. ð-ს გადმოტანისას რომ შეცდომებს აქვს ადგილი, გასაგებია, მაგრამ არ არის აუცილებელი რუსულზე იფიქრო, როდესაც ð ასო დ-ს გადმოგაქვს. ვინაიდან ლათინურ d-ს ჰგავს, გადმოაქვს ხალხს დ-დ.
გარდა ამისა, თქვენ წერთ - "შემიძლია დაგეხმაროთ სახელების ჩასწორებაში". იაქტიურეთ და ჩაასწორეთ, არავინ გეწინააღმდეგებათ. ვიკიპედია ამისთვის ღიაა. --H.McC. (მომწერეთ) 18:20, 15 ნოემბერი 2012 (UTC)
აი ერთ-ერთი მაგალითი რატომ რუსულიდან: ru:Сейдисфьордюр და ka:სეიდისფიორდური. :)
რამდენიც „ვიაქტიურე“ გადამისწორეს და ისევ არასწორი ფორმით ჩაწერეს :) --Sydbeqabarrett განხილვაწვლილი 12:06, 16 ნოემბერი 2012 (UTC)
ვინ და როდის? Sigur Rós საერთოდ ორიგინალზე იქნა გადატანილი. --H.McC. (მომწერეთ) 12:12, 16 ნოემბერი 2012 (UTC)