კატეგორია (ფილოსოფია)

კატეგორია (ბერძნ. katēgoria აზრის გამოთქმა, მტკიცება) — ცოდნის ფორმა, რომელშიც გამოითქმება სინამდვილის სხვადასხვა კავშირები, მიმართულებები, თვისებები და კანონზომიერებები. ამ გაგებით კატეგორია არის ზოგადი ცნება. არსებობს ერთეული და წყვილადი კატეგორიები, ერთეული კატეგორიებია: მატერია, მოძრაობა, დრო, სივრცე, ცნობიერება, ყოფიერება და სხვა. წყვილადი კატეგორიებია: ერთეული და ზოგადი, ფორმა და შინაარსი, არსება და მოვლენა, შესაძლებლობა და სინამდვილე, აუცილებლობა და შემთხვევითობა და სხვა. წყვილადი კატეგორიები, ერთიმეორის გარეშე არ მოიაზრებიან, ისინი ერთიმეორეს მოითხოვენ და აპირობებენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ფილოსოფია – ტ. რეხვიაშვილი, ვ. ჭიაურელი – თბილისი, 2006 წ. გვ. 240