კატარჟინა ტომა (პოლ. Katarzyna Toma; ინგლ. Katarzyna Toma; დ. 16 სექტემბერი, 1985, ჩენსტოხოვა, პოლონეთი) — წარმოშობით პოლონელი მოჭადრაკე, რომელიც 2018 წლიდან ინგლისის სახელით გამოდის. საერთაშორისო ოსტატი ქალთა შორის (2012), მუშაობს ვეტერინარადაც.

კატარჟინა ტომა

კატარჟინა ტომა. 2008 წელი
ქვეყანა (სპორტი)

პოლონეთის დროშა პოლონეთი,

ინგლისის დროშა ინგლისი
დაბადების თარიღი 16 სექტემბერი, 1985 (1985-09-16) (38 წლის)
დაბადების ადგილი ჩენსტოხოვა, პოლონეთი
წოდება საერთაშორისო ოსტატი ქალთა შორის (2012)
ფიდე რეიტინგი 2279 (მარტი 2022)
მაქსიმალური რეიტინგი 2324 (ივნისი 2016)

ბიოგრაფია რედაქტირება

კატარჟინა ტომა 1985 წლის 16 სექტემბერს პოლონეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ჩენსტოხოვაში დაიბადა. 2000 წელს ვისლაში პოლონეთის 16 წლამდელ გოგონებში გახდა ჩემპიონი[1]. მომდევნო წელს ქვეყნის პირველობაზე კვლავ აიღო მედალი, ამჯერად 20 წლამდელებში ბრინჯაო.

2001-ში პოლონეთის ქალთა ჩემპიონატში ფინალურ ეტაპზე გავიდა და საბოლოოდ მე-6 ადგილს დასჯერდა. მომდევნო წლებშიც ხშირად გამოდიოდა ქვეყნის ჩემპიონატში და ფინალურ ეტაპზე გადიოდა. ახალგაზრდა ასევე წარმატებით თამაშობდა სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკს. 2000 წელს სწრაფ ჭადრაკში პოლონეთის ახალგაზრდა გოგონებში ბრინჯაოს მედალს დასჯერდა, მომდევნო წელს კი ამავე სახეობაში ევროპის და ქვეყნის ჩემპიონი გახდა. ელვისებურ ჭადრაკში პოლონეთის ახალგაზრდა გოგონებში ორჯერ გახდა ჩემპიონი 2000 და 2001 წლებში, ხოლო 2021-ში ევროპაზე ვერცხლის მედალს დასჯერდა.

2003 წელს კატარჟინამ ქალთა შორის საერთაშორისო ოსტატის წოდება მიიღო. მომდევნო წელს ფრიდეკ-მისტეკის საერთაშორისო ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა და ქალთა შორის დიდოსტატის პირველი ნორმა შეასრულა. 2007 წელს იმავე ტურნირზე კვლავ მეორე ადგილი აიღო და ქალთა დიდოსტატის მეორე ნორმა შეასრულა. სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა და მეორე ადგილი დაიკავა.

2008 წელს პოლონეთის გუნდურ ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიგო, გუნდური და ინდივიდუალური. ტომა ქალაქ რიბნიკის გუნდს წარმოადგენდა. მომდევნო წელს ლუბლინის „დრაკონში“ გადავიდა და სამჯერ გუნდური ვერცხლი მოიგო, ხოლო ერთხელ ბრინჯაო. „დრაკონის“ შემადგენლობაში ინდივიდუალურში ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო აიღო[2].

2011 წელს კრაკოვის და რიგის ტურნირებზე მანდილოსანთა კლასიფიკაცია მოიგო და ქალთა დიდოსტატის მესამე ნორმაც შეასრულა[3]. 2014 წელს ბლუმფონტეინში სამხრეთ აფრიკის ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა, პირველზე კი მერაბ გაგუნაშვილი გავიდა[4]. იმავე წელს ფიდეს ლიცენზირებული მწვრთნელი გახდა და ტრომსოში ქალთა ოლიმპიადაზე სამხრეთ აფრიკის ნაკრებს ავარჯიშებდა[5].

2018 წელს ინგლისში გადავიდა და ამ ქვეყნის სახელით გააგრძელა ასპარაზობა. 2019 წელს ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე მეოთხედ გამოვიდა და კვლავ უმედლოდ დარჩა.

პოლონეთის ნაკრები რედაქტირება

ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე, ორჯერ იასპარეზა პოლონეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში და ორივეჯერ სათადარიგო იყო[6]. 2011 წელს პორტო-კარასში გუნდური ვერცხლის მედალი აიღო. მან ორ-ორი მოგება-წაგება გაიფორმა. 2013 წელს ვარშავაში უმედლოდ დარჩა. ტომამ 5 პარტია მოიგო, 1 წააგო, 3 ყაიმით დაასრულა და ინდივიდუალურად მე-6 ადგილზე გავიდა, ნაკრები კი მეცხრეს დასჯერდა.

ინგლისის ნაკრები რედაქტირება

2018 წლიდან ინგლისის სახელით ასპარეზობს და ორჯერ ნაკრების შემადგენლობაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზეც გამოვიდა. 2019 წელს ბათუმში მეორე დაფაზე თამაშობდა, ხოლო 2021 წელს ჩატეჟში პირველზე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Polish Junior Championship to 16 and 18 years, 2000. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 2022-03-08.
  2. OlimpBase :: Polish Team Chess Championship :: Katarzyna Toma
  3. Successful junior Cracovia. ციტირების თარიღი: 2015-01-28
  4. GM Merab Gagunashvili Claims South African Open 2014
  5. PZSzach.org: OLYMPICS - TROMSO. ციტირების თარიღი: 2015-01-28
  6. OlimpBase :: European Women's Team Chess Championship :: Katarzyna Toma