კატარინა პორტუგალიელი
კატარინა პორტუგალიელი (პორტ. Catarina de Portugal; დ. 26 ნოემბერი, 1436 — გ. 17 ივნისი, 1463) — ავისის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე დუარტე I-ისა და დედოფალ ელეანორ არაგონელის შუათანა ქალიშვილი.
კატარინა პორტუგალიელი | |
---|---|
წოდებები
პორტუგალიის ინფანტა | |
დაიბადა | 26 ნოემბერი, 1436 |
გარდაიცვალა | 17 ივნისი, 1463, (26 წლის) |
საგვარეულო | ავისის დინასტია |
მამა | დუარტე I, პორტუგალიის მეფე |
დედა | ელეანორ არაგონელი |
რელიგია | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკატარინა დაიბადა 1436 წლის 26 ნოემბერს, ლისაბონში. იგი იყო პორტუგალიის მეფე დუარტე I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ელეანორ არაგონელის უმცროსი ქალიშვილი. თავისი დების, ჟუანასა და ელეანორას მსგავსად, კატარინაც ძალიან ამბიციური, მომხიბვლელი და იმედებით აღსავსე იყო. მოგვიანებით ჟუანა კასტილიის დედოფალი გახდა, ელეანორა საღვთო რომის იმპერატრიცა, კატარინას საქმროდ კი ნავარის მეფე კარლ IV მოიაზრებოდა. ის და კარლი დაინიშნნენ კიდევაც, მაგრამ მეფე ქორწინებამდე სულ ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა. ამის შემდეგ, მისთვის სხვა საქმროს ძებნა აღარ დაუწყიათ. ამის გამო, კატარინამ რელიგიურ ცხოვრებას მიჰყო ხელი და წმინდა კლარას სახელობის მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა. აქ მოღვაწეობისას, მან უამრავი წიგნი და ხელნაწერი თარგმნა პორტუგალიურად. კატარინა გარდაიცვალა 1463 წლის 17 ივნისს, 26 წლის ასაკში, მოულოდნელად. იგი დაკრძალულია ლისაბონში, კარნოს კონვენტში.
ლიტერატურა
რედაქტირება- tephens, Henry Morse (1903). The Story of Portugal. G.P. Putnam's Sons. p. 139. Retrieved 17 September 2018.
- de Sousa, Antonio Caetano (1735). Historia genealogica da casa real portugueza [Genealogical History of the Royal House of Portugal] (in Portuguese). 2. Lisboa Occidental. p. 497.