კატარინა ვიტი
კატარინა ვიტი (გერმ. Katarina Witt; დ. 3 დეკემბერი, 1965, ფალკენზე, დას. შტააკენი) — ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი (1984, 1988); მსოფლიოს ოთხგზის (1984, 1985, 1987, 1988) ჩემპიონი; ევროპის ექვსგზის (ზედიზედ) ჩემპიონი (1983-88); გერმანიის 8-გზის ჩემპიონი.
კატარინა ვიტი | |
---|---|
2010 წ. | |
დაბადების თარიღი |
3 დეკემბერი, 1965 (55 წ.) ფალკენზე, შტააკენი, გდრ |
მოქალაქეობა |
გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა გერმანია |
პროფესია | სპორტსმენი, მოციგურავე |
სიმაღლე | 1.65 სმ. |
ადრეული წლები
რედაქტირებაკატარინა ვიტი დაიბადა შტააკენში, დასავლეთ ბერლინის მახლობლად, რომელიც ამჟამად ბერლინის ნაწილია.[1] დედა საავადმყოფოში ფიზიოთერაპევტად მუშაობდა, მამა ფერმერი იყო . გოგონა სკოლაში დადიოდა კარლ-მარქს შტადტში (ამჟამად ხემნიცი) აქვე დადიოდა სპეციალურ სკოლაში Kinder- und Jugendsportschule, რომელიც განკუთვნილი იყო განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვებისათვის.
გოგონამ 5 წლის ასაკში დაიწყო ვარჯიში ფიგურულ სრიალში თავისი სურვილით.მისი მწვრთნელი იუტა მიულერი მკაცრი დისციპლინითა გამოირჩეოდა. თუმცა ვიტი მიიჩნევს, რომ დიდწილად სწორედ მწვრთნელის ასეთი დამოკიდებულება განაპირობებდა მის დიდ გამარჯვებებს.[2]
სპორტული კარიერა
რედაქტირებაკატარინა ვიტმა მნიშვნელოვან შეჯიბრებებში (გდრ-ის ჩემპიონატი) 1977 წლიდან დაიწყო მონაწილეობის მიღება. 4 წლის შემდეგ ის გდრ-ის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. 1983 წელს კი ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ 6-წელი იყო გამარჯვებული. 1983-დან 1988 წლის ჩათვლით, ვიტი კონტინენტის ჩემპიონატზე გამოსვლას მხოლოდ და მხოლოდ ოქროს მედლით ამთავრებდა.
პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი ვიტმა 19 წლის ასაკში, 1984 წლის სარაევოს ოლიმპიადაზე მოიპოვა. კატარინას მიერ მოკლე პროგრამაში ბლოგბასტერ "რობინ ჰუდის" მუსიკაზე შესრულებულმა ცეკვამ ყველა, და მათ შორის, ცხადია, ჟიურიც მოხიბლა, ხოლო ოთხი წლის შემდეგ, უკვე კალგარის ოლიმპიადაზე, მან კვლავ მოიპოვა გამარჯვება , სადაც შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა გამოსვლა ჟორჟ ბიზეს "კარმენის" მუსიკაზე.
მეორე ოლიმპიური ოქროს მედალის მოპოვების შემდეგ, ვიტმა ერთგვარი საგზური მოიპოვა აშშ-სა და კანადაში ყინულის შოუებში მონაწილეობის მისაღებად. [3][4]
ამერიკაში კატარინა ვიტმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. იქ მან კონტრაქტი გააფორმა ყინულის ბალეტის ერთ-ერთ ჯგუფთან. 1992 წელს პროფესიონალებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.1994 წელსლილიჰამერის ოლიმპიადაზე მხოლოდ მეშვიდე ადგილი დაიკავა.
1984-1988 წლებში კატარინა გახდა გდრ-ის, ევროპის, მსოფლიოსა (ოთხ-ოთხჯერ) და ოლიმპიური ჩემპიონი (ორჯერ). კარიერის განმავლობაში სპორტსმენი 20 ეროვნული და საერთაშორისო ტიტული აქვს მოპოვებული, რაც სარეკორდო შედეგია ინდივიდუალურად მოციგურავე ქალთა შორის.
აქტიური სპორტული ცხოვრება კატარინა ვიტმა ოფიციალურად 2008 წელს დაასრულა. [5][6]
სპორტის შემდგომი პერიოდი
რედაქტირება1988 წლის აგვისტოდან იყო გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) სპეციალური ელჩი.
მოციგურავეს ჟურნალმა „პლეიბოიმ“ ეროტიულ ფოტოსესიაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა, მაგრამ ვიდრე აქტიური სპორტით იყო დაკავებული, თავს იკავებდა პოპულარული ჟურნალის წინადადებაზე დათანხმებისგან.
სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ კატარინა შემთავაზებას დათანხმდა. ფოტოსესია 1998 წელს შედგა, კალგარის ოლიმპიური თამაშებიდან 10 წლის შემდეგ. ფოტოსესია საკმაოდ წარმატებული იყო. ჟურნალის ნომერი, რომელშიც კატარინას ნახევრად შიშველი ფოტოები გამოქვეყნდა, მთლიანად გაიყიდა."პლეიბოის" ისტორიაში ეს ტირაჟის სრულად რეალიზაციის მეორე შემთხვევა იყო მერილინ მონროს შემდეგ.
1996 წელს გადაღებულ ფილმში "ყინულის პრინცესა" (ერთობლივი გერმანია - აშშ), მთავარ როლს კატარინა ვიტი ასრულებს, ხოლო 1998 წელს, რეჟისორ ჯონ ფრანკენჰაიმერის ფილმ "რონინში" მან ეპიზოდური როლი შეასრულა (ფილმში ასევე მონაწილეობდნენ ჟან რენო და რობერტ დე ნირო).[7]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაკატარინა ვიტი არ არის დაქორწინებული და არ ჰყავს შვილები. 1980-იანი წლების შუა პერიოდში მისი ერთ-ერთი პირველი მეგობარი იყო მუსიკოსი ინგო პოლიცი .ახლა კატარინა ბერლინში ცხოვრობს, სადაც ბინა აქვს. პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას ცხოვრებაში ბედნიერი სიყვარული და სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა მამაკაცებთან, მაგრამ ქორწინების გამო მას არ შეეძლო დაეთმო კარიერა და შეეწყვიტა საყვარელი საქმის კეთება.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Beisteiner, Johanna: Art music in figure skating, synchronized swimming and rhythmic gymnastics / Kunstmusik in Eiskunstlauf, Synchronschwimmen und rhythmischer Gymnastik. PhD thesis by Johanna Beisteiner, Vienna 2005, (German). The PhD thesis contains an extensive description and analysis of Carmen on Ice (Chapter II/2, pages 105–162). Article about the PhD thesis of Johanna Beisteiner in the catalogue of the Austrian Library Network. 2005. (გერმანულ და ინგლისურ ენებზე)
აგრეთვე იხილეთ
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Johnson, Rafer (2009). Great Athletes. Salem Press. p. 1213. ISBN 9781587654862.
- ↑ McBride, Lorraine (25 March 2012). "Dancing on Ice judge Katarina Wit talks money".The Daily Telegraph. from the original on 14 November 2012.
- ↑ ^ Muther, Christopher. "The ice rink becomes the runway for female figure skaters".
- ↑ McD, Mike. "The 40 Hottest Female Athletes Of The Decade". Archived from the original on 15 August 2014.
- ↑ "INTERVIEW-Olympics-Witt hopes to steer 2018 Games to Munich"[მკვდარი ბმული]. Reuters. 23 September 2010. Retrieved 8 May 2018.
- ↑ Katarina Witt. colnect.com. მიმართვის თარიღი 29 აპრილი 2015.
- ↑ "Interview with Katarina Witt – Stalking, Hollywood und zu viele Pfunde (German)". Tagesspiegel. 23 January 2013.