კატალინ ნოვაკი
კატალინ ევა ვერეში-ნოვაკი[1] (დ. 6 სექტემბერი, 1977, სეგედი, უნგრეთის სახალხო რესპუბლიკა) — უნგრელი პოლიტიკოსი. უნგრეთის ეროვნული ასამბლეის წევრი. პოლიტიკური პარტია „ფიდესის“ ვიცე-პრეზიდენტი. უნგრეთის პრეზიდენტი 2022 წლის 10 მაისიდან 2024 წლის 10 თებერვლამდე.
კატალინ ნოვაკი | |
უნგრეთის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 მაისი, 2022 – 10 თებერვალი, 2024 | |
პრემიერ-მინისტრი | ვიქტორ ორბანი |
წინამორბედი | იანოშ ადერი |
მემკვიდრე | ლასლო კევერი (მ/შ) |
ქალთა საკითხების მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 ოქტომბერი, 2020 – 31 დეკემბერი, 2021 | |
პრემიერ-მინისტრი | ვიქტორ ორბანი |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
დაბადებული | 6 სექტემბერი, 1977 სეგედი, უნგრეთის სახალხო რესპუბლიკა |
პოლიტიკური პარტია | ფიდესი |
მეუღლე | იშტვან ატილა ვერეში |
შვილები | 3 |
განათლება | სეგედის უნივერსიტეტი, კორვინის უნივერსიტეტი |
განათლება
რედაქტირებადაიბადა უნგრეთის ქალაქ სეგედში. კატალინამ საშუალო განათლება ენდრე საგვარის სკოლაში, სეგედში მიიღო. სკოლა 1996 წელს დაამთავრა, ამის შემდეგ კორვინუს უნივერსიტეტში სწავლობდა ეკონომიკას, შემდეგ სწავლობდა სეგედის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. აგრეთვე სწავლობდა პარიზის ნანეტრის უნივერსიტეტში. ნოვაკი მშობლიური უნგრულის გარდა ფლობს ფრანგულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.[2]
კარიერა
რედაქტირებანოვაკმა კარიერა 2001 წელს უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობით დაიწყო, მუშაობდა ევროპის კავშირისა და ევროპის საკითხებზე. 2010 წელს ნოვაკი გახდა მინისტრის მრჩეველი, ხოლო 2012 წელს დაინიშნა ადამიანური რესურსების სამინისტროს კაბინეტის უფროსად.[2]
2014 წელს გახდა სახელმწიფო მდივანი ოჯახისა ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში. თანამდებობას 2014-2020 წლებში იკავებდა. 2020 წელს ნოვაკი მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა. არის უპორტფელო მინისტრი ოჯახის საკითხებში.
2017 წლიდან კატალინ ნოვაკი არის პარტია „ფიდესის“ ვიცე-პრეზიდენტი.[3]
2018 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არჩეული იქნა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის წევრად. 2018 წლის 5 მაისიდან არის უნგრეთის ეროვნული ასამბლეის წევრი.
მის სახელს უკავშირდება შემდეგი ქმედებები: 2018 წელს „ოჯახის წლის“ გამოცხადება, „ბუდაპეშტის ორწლიანი დემოგრაფიული სამიტის“ ორგანიზება, ასევე მრავალი ინიციატივის შემუშავება, მაგალითად გათავისუფლება საშემოსავლო გადასახადიდან მინიმუმ ოთხი ბავშვის აღმზრდელი ქალებისთვის, საბინაო პროგრამა და სხვ.
2024 წლის 10 თებერვალს გადადგა თანამდებობიდან[4] მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ 2023 წლის აპრილში მან შეიწყალა ბიჩკეს ბავშვთა სახლის დირექტორის ყოფილი მოადგილე, რომელიც მონაწილეობდა პედოფილიის საქმეში და მისჯილი ჰქონდა პატიმრობა.[5]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაკატალინ ნოვაკი დაქორწინებულია იშტვან ატილა ვერეშზე. ჰყავს სამი შვილი: ადამი (დ. 2004), ტომაში (დ. 2006) და კატა (დ. 2008).
საერთაშორისო აღიარება
რედაქტირება2019 წელს კატალინ ნოვაკი გახდა საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი.[6] კატალინ ნოვაკს მიღებული აქვს პოლონეთის ღირსების ორდენი.[7]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კატალინ ნოვაკის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2021-06-20 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Emberi Erőforrások Minisztériuma hu. ციტირების თარიღი: 2021-03-20
- ↑ 2.0 2.1 Biography
- ↑ novakkatalin.hu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-12. ციტირების თარიღი: 2021-05-26.
- ↑ უნგრეთის პრეზიდენტმა, კატალინ ნოვაკმა თანამდებობა დატოვა
- ↑ Mizsur, András; Pál, Tamás (2024-02-10). „Lemondott Novák Katalin“. Telex (უნგრული).
- ↑ „Une proche d’Orban reçoit la Légion d’honneur“. Le Monde.fr (ფრანგული). 2019-01-31. ციტირების თარიღი: 2020-03-07.
- ↑ Nadanie orderów. - Prawo.pl. ციტირების თარიღი: 2020-03-07