კასტნერის მთა (ინგლ. Mount Castner) — 1687 სიმაღლის მყინვარული მწვერვალი ალასკაში, აშშ-ში.[1]

კასტნერის მთა
Mount Castner
კასტნერის მთის დასავლეთი ნაწილი
კასტნერის მთის დასავლეთი ნაწილი
კოორდინატები: 61°11′24″ ჩ. გ. 147°35′02″ დ. გ. / 61.19000° ჩ. გ. 147.58389° დ. გ. / 61.19000; -147.58389
ქვეყანა აშშ
ტერიტორიული ერთეული ალასკა
სიმაღლე 1 687[1] 
შეფარდებითი სიმაღლე 178[1] 
იზოლაცია 2,27[1] კმ
მთის მასივი ჩუგაჩის მთები
კასტნერის მთა — ჩრდილოეთი ამერიკა
კასტნერის მთა

მდებარეობს ქალაქ ვალდეზის დასავლეთით 71 კილომეტრში, ჩუგაჩის მთებში, რენისა და დარტმუთის მყინვარებთან. მიუხედეავად მისი მოკრძალებული სიმაღლისა, მყინვარს გააჩნია მნიშვნელოვანი და გამორჩეული რელიეფი. მთის რელიეფზე გავლენა მოახდინა უნაკვიკის შესასვლელთან და კოლეჯ ფიორდთან არსებულმა მოქცევამ.

მთას სახელი ჯოზეფ კომპტონ კასტნერის (1869–1946) საპატივსაცემოდ დაერქვა, რომელიც 1898 წელს კაპიტან ედვინ გლენთან ერთად ამ ტერიტორიას შეისწავლიდა. სახელწოდება თავდაპირველად ლოურენს მარტინმა გამოიყენა 1910 წელს, შემდეგ კი იგი ოფიციალურად მიიღო შეერთებული შტატების გეოლოგიურმა სამსახურმა.[2]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის თანახმად, კასტნერის მთა მდებარეობს სუბარქტიკულ სარტყელში, ე.ი. მისი კლიმატი ხასიათდება ხანგრძლივი, ცივი და თოვლიანი ზამთრითა და გრილი ზაფხულით[3]. ჩუგაჩის მთების კლიმატს ალასკის ყურე განსაზღვრავს: ალასკის ყურიდან აორთქლებული წყალი ჩუგაჩის მთებამდე აღწევს და დიდი რაოდენობით ნალექს იწვევს.

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Castner, Mount - 5,535' Alaska. ციტირების თარიღი: 2020-03-12.
  2. Mount Castner. გეოგრაფიული სახელწოდებების საინფორმაციო სისტემა, აშშ-ის გეოლოგიური სამსახური. ციტირების თარიღი: 2020-03-12.
  3. Peel, M. C.; Finlayson, B. L.; McMahon, T. A. (2007). „Updated world map of the Köppen−Geiger climate classification“. Hydrol. Earth Syst. Sci. 11. ISSN 1027-5606.