კასპის ცემენტ-შიფერის კომბინატი

კასპის ცემენტ-შიფერის კომბინატი — ისტორიული ძეგლი, საქართველოს ცემენტის მრეწველობის პირველი საწარმო ქ. კასპში (1978 წლამდე ეწოდებოდა კასპის ცემენტის ქარხანა). თბილისიდან 48 კმ-ზე. მშენებლობა დაიწყო 1927 წელს კასპის კირქვისა და თიხის საბადოების წარმოების ათვისების ბაზაზე. საწარმოს ძირითადი პროდუქციაა ცემენტი, შიფერი და წვრილი საკედლე ბლოკები. პირველი ქართული ცემენტი გამოუშვეს 1930 წელს. შიფერის წარმოება კომბინატმა აითვისა 1945 წელს, საკედლე ბლოკებისა — 1960 წელს. 1947 წელს დაიწყო კომბინატის გაფართოება. 1949 წელს კომბინატის საწარმოო სიმძლავრემ შეადგინა 250 ათ. ტ ცემენტი, 1953 წელს — 390, 1966 წ. — 760, ხოლო 1976 წ. — 830 ათ. ტონა.

კომბინატის მზა პროდუქცია ძირითადად რესპუბლიკის შიგნით მოიხმარება. 1968 წლიდან 400 მარკის საექსპორტო ცემენტს გზავნიან ირანში.

ლიტერატურა

რედაქტირება