კასპის გორა

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

კასპის გორა — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის ქალაქ კასპში, ქალაქის ცენტრში, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ესაზღვრება მშრალი უსახელო ხევები, გორაზე ამჟამად დგას სკოლის შენობა. კასპის გორა მიეკუთვნება განმხოლოებულ გორათა კატეგორიას. მისი თხემი სწორი და ფართოდ გაშლილია. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდელი რკინის და გვიანდელი ფეოდალური ხანით. კულტულური ფენების ერთი ნაწილი ჩამორეცხილი და განადგურებულია. მიკვლეულია ფიქალ-თიხის იატაკის ფრაგმენტები. ზღუდესთან და იატაკზე აღმოჩნდა კერა და უხეში მარცვლოვანი თიხისგან დამზადებული ჭურჭლის ნამტვრევები, რომელთა შორის აღსანიშნავია მოზრდილი ბრტყელბაკოიანი ქვევრის პირ-ყელი, ქოთნის, ქილისა და დერგის ნატეხები. იატაკის ქვეშ, ფეოდალური ხანის კერამისი ნაწარმში აღმოჩნდა გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ჩარხზე დამზადებული წვრილმარცლოვანი თიხის მურა-მონაცრისფრო ჭურჭლის ფრაგმენტები.

ლიტერატურა რედაქტირება