ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კასა და მუსიკა (პორტ. Casa da Música) -- პორტუს მთავარი საკონცერტო ჰოლი, პორტუგალია. შენობის პროექტი ეკუთვნის ჰოლანდიელ არქიტექტორ რემ კოოლჰაასს და ჩაფიქრებული იყო პორტუს 2001 წლის ევროპის კულტურული დედაქალაქის პროექტის ფარგლებში, თუმცა მისი მშენებლობა მხოლოდ 2005 წლის პირველ ნახევარში დასრულდა. შენობა მყისვე გადაიქცა ქალაქის ერთ-ერთ უმთავრეს არქიტექტურულ ღირშესანიშნაობად.

კასა და მუსიკა გახსნის ღამეს.

შენობას ორი მთავარი აუდიტორია აქვს, თუმცა მის მრავალ სხვა დარბაზშიც ადვილად განთავსდებოდა საკონცერტო ან მუსიკალურ ღონისძიება. დიდი აუდიტორია 1238 მაყურებელს იტევს, თუმცა მისი ტევადობა ღონისძიების მიხედვით შეიძლება შეიცვალოს. მცირე აუდიტორიას ტევადობის გარკვეული რიცხვი არ გააჩნია, მისი შეცვლა საჭიროების მიხედვით საკმაოდ ადვილია. საშუალოდ ის 300 სკამზეა გათვლილი. შენობის თავზე განლაგებული რესტორანი 250 ადამიანს იტევს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კასა_და_მუსიკა“-დან