კასას-გრანდესი (ესპ. Casas Grandes), აგრეთვე ცნობილი როგორც პაკიმე – კოლუმბამდელი არქეოლოგიური კომპლექსი და მისი ცენტრალური ძეგლი მექსიკაში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ჩიუაუას შტატში. იგი მდებარეობს საკმაოდ ნაყოფიერ ხეობაში და წარმოადგენს მექსიკის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ კომპლექსს, მდებარეობს მდინარე კასას-გრანდესის სანაპიროებზე. შტატის დედაქალაქ ჩიუაუადან ჩრდილოეთით 240 კმ-ზე.

პაკიმე*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv
სია [1]
რეგიონი** ლათინური ამერიკა
კოორდინატები 30°21′59″ ჩ. გ. 107°56′51″ დ. გ. / 30.36639° ჩ. გ. 107.94750° დ. გ. / 30.36639; -107.94750
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1998  (22-ე სესია)
ნომერი 560
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 560
ინგლ.რუს.ფრ.

ამ ტერიტორიაზე პირველი დასახლებები გაჩნდა ჩვ .წ. 1130-1300 წლებში და იზრდებოდა XIV საუკუნის ბოლომდე. ყველაზე დიდი დასახლება იყო პაკიმე. თითოეული საცხოვრებელი ადგილი სპეციალური წყალმომარაგების სისტემით იყო უზრუნველყოფილი. ამ სისტემის ნაწილს წარმოადგენდა მიწისქვეშა რეზერვუარები და არხები. ეს ყველაფერი აშენდა XIV საუკუნის განმავლობაში, მაგრამ XV საუკუნის დასაწყისში ქალაქი მოსახლეობის მიერ მიტოვებულ იქნა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება