კარსნის მინის სახელოსნო
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
კარსნის მინის სახელოსნო — არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტში, კარსნისხევის მარჯვენა ნაპირას, ფერდობზე, ყოფილი მაგნეტური ობსერვატორიის საცხოვრებელი ბინების სამხრეთით, 200 მეტრის მოშორებით, თარიღდება ფეოდალური ხანით.
1918 წელს ძეგლი გათხარა გ. ლემლეინმა. მოპოვებული მასალა ინახება სანქტ-პეტერბურგის ერმიტაჟის მუზეუმში.
ფერდობის ძირში, თიხის ფენის ქვეშ აღმოჩნდა 0,75 მეტრის სისქის კულტურული ფენა, თიხა ღორღი, აგურის ნატეხები, თიხის წითელი, შავი და თეთრი ჭურჭლის ნამტვრევები. ორიოდე მეტრით ზემოთ, აღმოჩნდა თხელი კულტურული ფენა, თიხისა და მინის ჭურჭლის ნამტვრევები, მინის სამაჯური, დიდძალი წიდა, მინის სადუღი ქოთნების ნატეხები, მინის წვეთები და ძაფები.
ტყეში, ფერდობის თავზე, შევაკებაზე გამოვლინდა ორმოები.
ლიტერატურა
რედაქტირება- კვიტაიშვილი რ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 291.