კარლ ლანდშტაინერი
კარლ ლანდშტაინერი (გერმ. Karl Landsteiner; დ. 14 ივნისი, 1868, ვენა, — გ. 26 ივნისი, 1943, ნიუ-იორკი) — ავსტრიელი და ამერიკელი იმუნოლოგი და პათოლოგი. 1930 წელს სისხლის ძირითადი ჯგუფების აღმოჩენისა და სისხლის ჯგუფური კუთვნილების ABO სისტემის შემუშავებისთვის მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.
კარლ ლანდშტაინერი | |
---|---|
გერმ. Karl Landsteiner | |
დაბ. თარიღი | 14 ივნისი, 1868[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბ. ადგილი | ბადენი, ავსტრია-უნგრეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 26 ივნისი, 1943[9] [1] [2] [3] [4] [6] [7] [8] (75 წლის) |
გარდ. ადგილი | ნიუ-იორკი[9] |
დასაფლავებულია | Prospect Hill Cemetery[10] |
მოქალაქეობა |
ავსტრია-უნგრეთის იმპერია აშშ |
საქმიანობა | ფიზიოლოგი, იმუნოლოგი, ექიმი, პროფესორი, hematologist, პათოლოგანატომი, ბიოლოგი და მკვლევარი |
მუშაობის ადგილი | ვენის უნივერსიტეტი, ჟენევის უნივერსიტეტი და The Rockefeller University |
ალმა-მატერი | ვენის უნივერსიტეტი და ჟენევის უნივერსიტეტი |
მეუღლე | Leopoldine Helene Wlasto |
მამა | Leopold Landsteiner[11] |
ჯილდოები | Aronson Prize, ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[12] [13] , სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[14] , ლასკერ-დებეიკის პრემია კლინიკური სამედიცინო კვლევებისათვის[15] და Cameron Prize of the University of Edinburgh |
ხელმოწერა | |
დაიბადა ებრაული წარმოშობის ოჯახში. დაამთავრა ვენის უნივერსიტეტი (1891). 1897 წლიდან იქვე მუშაობდა იმუნოლოგიის საკითხებზე. აღმოაჩინა სისხლის ძირითადი ჯგუფები და 1901 წელს გამოაქვეყნა მის მიერ შედგენილი ABO კლასიფიკაცია. მანვე დაადგინა, რომ სხვადასხვა ჯგუფის სისხლის შერევით გამოწვეული აგლუტინაცია იმუნოლოგიური რეაქცია იყო და დონაციური სისხლის კომპონენტების მიმართ მასპინძელი ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ანტისხეულებით იყო გამოწვეული. მისი შრომები საფუძვლად დაედო სისხლის გადასხმის (ტრანსფუზიის) ძირითად კლინიკურ პრინციპებს. 1909 წელს რუმინელ ბაქტერიოლოგ კონსტანტინ ლევადიტისთან და ავსტრიელ ექიმ ერვინ პოპერთან ერთად აღმოაჩინა პოლიომიელიტის გამომწვევი ვირუსი. 1922 წლიდან მუშაობდა ნიუ-იორკში, როკფელერის უნივერსიტეტში, სადაც მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა ანტიგენ-ანტისხეულის ურთიერთქმედების საკითხების გასარკვევად. იყო მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი (1932), ლონდონის სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი (1941) და სხვ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კარლ ლანდშტაინერი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- Karl Landsteiner – Biographical. NobelPrize.org. Nobel Media AB 2020. ციტირების თარიღი: 11 ივლისი, 2020.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 Who Named It?
- ↑ 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 6.0 6.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 7.0 7.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 8.0 8.1 Munzinger Personen
- ↑ 9.0 9.1 Ландштейнер Карл // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ Karl Landsteiner // Wien Geschichte Wiki — Wien: 2014.
- ↑ The Nobel Prize in Physiology or Medicine 1930 — Nobel Foundation.
- ↑ Table showing prize amounts — Nobel Foundation, 2019.
- ↑ List of Royal Society Fellows 1660-2007 — ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 210.
- ↑ https://laskerfoundation.org/award/clinical/