კარლ თომას მოცარტი
კარლ თომას მოცარტი (გერმ. Carl Thomas Mozart; დ. 21 სექტემბერი, 1784 — გ. 31 ოქტომბერი, 1858) — ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის და კონსტანცია მოცარტის მეორე შვილი.
დაიბადა ვენაში. სკოლის დამთავრებამდე — 1797 წელს გაემგზავრა ლივორნოში, სადაც ფირმა დააფუძნა. ახლო მომავალში აპირებდა ფორტეპიანოების მაღაზიის გახსნას, მაგრამ ვერ შეძლო ფულის უკმარისობის გამო. შემდეგ — 1805 წელს გადავიდა მილანში, სადაც მუსიკას ბონიფაციო ასიოლისთან სწავლობდა. სწავლას 1810 წელს დაანება და სამუშაოდ ნეაპოლში გადავიდა. მას არასოდეს არ ჰყოლია ცოლი ან შვილი.