კარლსპლაცის შტადტბანის სადგური

კარლსპლაცის შტადტბანის სადგური (გერმ. Karlsplatz Stadtbahn Station) — ვენის შტადტბანის ყოფილი სადგური. კარლსპლაცზე არსებული მიწისზედა შენობები არის არტ-ნუვოს კარგი ნიმუში. ის არის ვენის სეცესიონის სახელით ცნობილი კულტურიული მოძრაობის შედეგი. შენობების არქიტექტურა ეკუთვნით ოტო ვაგნერს[1] და იოზეფ მარია ოლბრიხს. სხვა სადგურებისგან განსხვავებით, ისინი გაკეთებულია რკინის ჩარჩოთი და მარმარილოთია მოპირკეთებული. ეს შენობები იმ პერიოდის ყველაზე თანამედროვე ნაგებობებს წარმოადგენდნენ[2] არქიტექტურის კრიტიკოსი და და პოეტი ფრიდრიხ ახლიაიტნელი მატ შემდეგ ნაირად ახასიათებს: „...ამ ორის სადგურის შენობებში ვაგნერმა მიაღწია უმაღლეს მწვერვალს: პოეტურობასა და ფუნქციონალურობაში, კონსტრუქციასა და დეკორაციაში, სადაც მძიმე რაციონალურობა კონკურენციაში შედის თითქმის სეპარატისტულ დეკორაციაში.“[1]

კარლსპლაცის შტადტბანის სადგური

სადგური 1899 წელს Akademiestraße-ს სახელით გაიხსნა. როდესაც 1981-ში შტადტბანი გადაკეთდა U-Bahn-ად, დაიგეგმა ამ სადგურების დაშლა, თუმცა საზოგადოებბის მოთხოვნის გამო შენობების შენარჩუნება გადაწყდა. ორივე შენობა დაიშალა, აღდგა და U-Bahn-ის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ ისევ აეწყო ორი მეტრით მაღლა ვიდრე თავიდან იდგნენ. ერთი შენობა ვენის მუზეუმის საგამოფენო სივრცედ გამოიყენება, ხოლო მეორე კაფედ.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Mary Ann Sullivan. Subway Pavilion, Karlsplatz.
  2. (2000) Vienna Museum Guide. Pichler Verlag. ISBN 3-85058-177-2.