კარლო მადერნა
კარლო მადერნა (მოდერნო) იტალ. Carlo Maderna, Maderno; დ. 1556— გ. 1629) — შვეიცარიელ-იტალიელი არქიტექტორი, სწავლობდა ბიძებთან - ჯერ დომენიკო, შემდეგ ჯოვანი ფონტანასთან.
მოდერნო რომში ჩამოვიდა ლომბარდიიდან XVI საუკუნის 80-წლებში, დაიწყო მუშაობა ქვისმთლელად თავის ბიძასთან, ჯოვანისთან ერთად, აშენებდა წყილსგაყვანილობას და შადრევნებს. ერთ-ერთი მათ განი არის მარჯვენა შადრევანი წმინდა პეტრეს მოედანზე 1613წ. მადერნამ ასევე დაასრულა კონსტრუქციების მთელი რიგი , რომელთა მშენებლობა დაიწყეს სხვა ხუროთმოძღვრებმა: მაგალითად, პალაცო კიჯი ჯაკომო დელა პორტას შემდეგ - მშენებლობა დასრულდა 1630 წლისთვის.
კარლო მადერნას პირველი დამოუკიდებელი ნამუშევარია სანტა-სუსანას ეკლესიის ფასადის შექმნა. ტაძრის ფასადი იყოფა ორ რიგად. ქვედა იარუსი ნახევარ სვეტებით არის გაფორმებული. არქიტექტორმა აქ პირველად გამოიყენა ბალუსტრადები. ნახევარ-სვეტები ხაზს უსვამენ შენობის ვერტიკალურ ღერძს. დეკორატიული ელემენტები და ქანდაკებები გამოხატავენ ფორმებს. შემდეგ მადერნომ 1605 წელს იმუშავა სანტა მარია დელა ვიტორიას ეკლესიის ინტერიერზე. ასევე არქიტექტორმა დაამთავრა წმინდა პეტრეს ბაზილიკა 1605-1613წწ. მან შეცვალა ტაძრის ცენტრალური გეგმის იერსახე, გააფართოვა მისი ნავი და სამლოცველო, ბერძნულიდან გააკეთა ლათინური ჯვარი. ფასადი გახდა დომინანტი ტაძრის სხვა არქიტექტურულ ელემენტებთან შედარებით. სადაც შემდგომ განათავსეს კურთხევის ლოჟა პაპისთვის.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბიოგრაფია დაარქივებული 2021-04-14 საიტზე Wayback Machine.