კარლო გოგოძე
კარლო იოსების ძე გოგოძე (დ. 8 მაისი, 1909, სამტრედია — გ. 3 იანვარი, 1977, თბილისი) — ქართველი კინოკრიტიკოსი, დრამატურგი, პედაგოგი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1966).
ბიოგრაფია
რედაქტირება1929-1930 წლებში სწავლობდა სახკინმრეწვის კინომსახიობთა სკოლაში. 1935 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სასცენო ფაკულტეტი. გოგოძე ავტორი და თანაავტორია მხატვრული ფილმების სცენარებისა: „დაკარგული სამოთხე“ (1940, ვ. კარსანიძესთან ერთად), „დაგვიანებული სასიძო“ (1939), „ქაჯანა“ (1941 ნ. ლომოურის მოთხრობის მიხედვით), „მაგდანას ლურჯა“ (1955, ე. გაბაშვილის მოთხრობის მიხედვით), „მაიაკოვსკი იწყებოდა ასე...“ (1958, კ. პიპინაშვილთან ერთად) და სხვ. მისივე სცენარებით გადაიღეს მულტფილმები: „ვეფხვი და ვირი“ (1960), „ლურჯა“ (1970); დოკუმენტური ფილმები: „გენერალ-პოლკოვნიკი ლესელიძე“ (1944), „საქართველოს მზიური სანაპიროები“ (1949), „ვლადიმერ მაიაკოვსკი საქართველოში“, „ალაზნის ველი“ (1954), „ქართული ფოლადი“ (1961), „იყალთოს ნაფუძვარზე“ (1970) და სხვ. 1971-1977 წლებში ხელმძღვანელობდა თავისსავე ინიციატივით დაარსებულ კინომუზეუმს.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ნატო ვაჩნაძე, თბ., 1949;
- ნარკვევები ქართული კინემატოგრაფიის ისტორიიდან, თბ., 1950;
- კოტე მარჯანიშვილი, თბ., 1953;
- ვასილ ამაშუკელი, თბ., 1954;
- ივანე პერესტიანი, თბ., 1957;
- ქართული საბჭოთა კინემატოგრაფიის განვითარების გზები, თბ., 1959;
- საბჭოთა კინოფილმების საერთაშორისო წარმატებები, თბ., 1963;
- ქართული ფილმები მსოფლიოს ეკრანებზე, თბ., 1975;
- აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში 1912 წელს, თბ., 1979.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვენცაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 70-71.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 200-201.