კარლოს რეიგადასი
კარლოს რეიგადას კასტილო (ესპ. Carlos Reygadas Castillo; დ. 10 ოქტომბერი, 1971, მეხიკო, მექსიკა) — მექსიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი და [[პროდიუსერი]. ეგზისტენციალიზმით შთაგონებული რეჟისორის ფილმებში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ადამიანის გონების გამოკვლევას, მასზე დაკვირვებასა და საზრისის ძებნას ეთმობა.[1]
კარლოს რეიგადასი | |
---|---|
დაიბადა | კარლოს რეიგადას კასტილო 10 ოქტომბერი, 1971 (49 წლის) მეხიკო, მექსიკა |
საქმიანობა | რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი |
მეუღლე | ნატალია ლოპესი |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაკარლოს რეიგადას კასტილო 1971 წლის 10 ოქტომბერს მეხიკოში, მექსიკაში დაიბადა. იგი კინოხელოვნებით პირველად 1987 წელს დაინტერესდა, როცა რუსი კინორეჟისორის, ანდრეი ტარკოვსკის შემოქმედებას გაეცნო.
კინო-კარიერა და სტილი
რედაქტირებარეიგადასი ხშირად აკრიტიკებს ჰოლივუდს და კომერციულ კინოს, იყენებს არაპროფესიონალ მსახიობებს.[2] მის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში, „იაპონია“ (2002), ვხვდებით რელიგიისა და სექსის წინააღმდეგობას, სიცოცხლის თანაარსებობას სიკვდილთან, ადამიანის ცხოველურ და სპირიტუალურ მხარეებს.[3]
რეიგადასი წინააღმდეგობაში მოდის ჟან-ლუკ გოდართან და მის სტილთან. მექსიკელი რეჟისორი აღნიშნავს: „...მისი ფილმები უბრალო ესეებია, რომლებიც რაღაც თეორიის დამტკიცებას ცდილობენ, და სწორედ ამიტომ არ მომწონს ისინი ასე ძალიან“. რეიგადასის სტილი ადამიანის ხედვებსა და გრძნობებზე ორიენტირებული კინოა, რის გამოც მის შემოქმედებას ხშირად ტრანსცენდენტულ კინოსაც უწოდებენ.[4]
2002 წელს გამოვიდა რეიგადასის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით „იაპონია“.
2005 წელს რეიგადასმა თავისი მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით „ბრძოლა სამოთხეში“ გამოუშვა. მისი ჩვენება 2005 წლის კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა საერთაშორისო წარმატება მოიპოვა.
2007 წელს გამოვიდა „ჩუმი ღამე“. მან 2007 წლის კანის კინოფესტივალზე „ჟიურის პრიზი“ მოიპოვა.
2012 წელს გამოსული ფილმი, „სინათლე წყვდიადის შემდეგ“, რეიგადასის ნახევრადავტობიოგრაფიული ნამუშევარია. ფილმის გადაღებები მექსიკაში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთსა და ბელგიაში მიმდინარეობდა. რეიგადასმა ფილმისთვის 2012 წლის კანის კინოფესტივალზე „საუკეთესო რეჟისორის ჯილდო“ მოიპოვა.
2019 წელს რეიგადასმა თავისი საყვარელი 10 ფილმი დაასახელა: „რობოკოპი“ (1987, რეჟ. პოლ ვერჰოვენი), „ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი“ (1972, რეჟ. ლუის ბუნუელი), „ჩემი ბიძა“ (1958, რეჟ. ჟაკ ტატი), „გერტრუდი“ (1964, რეჟ. კარლ თეოდორ დრეიერი), „ჩვენს სიყვარულებს“ (1983, რეჟ. მორის პიალა), „ჩრდილების არმია“ (1969, რეჟ. ჟან-პიერ მელვილი), „ზღვის სიჩუმე“ (1949, რეჟ. ჟან-პიერ მელვილი), „ცეცხლი შიგნით“ (1963, რეჟ. ლუი მალი), „ხუთი მარტივი ნაწილი“ (1970, ბობ რეფელსონი), „აფეთქება“ (1981, რეჟ. ბრაიან დე პალმა), „იესოს ცხოვრება“ (1997, რეჟ. ბრუნო დუმონი). [5]
„იაპონია“
რედაქტირება„Maxhumain“-ის გამოშვებიდან ორი წლის შემდეგ, რეიგადასმა თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარის წერა დაიწყო. ფილმის, სახელად „იაპონია“ გადაღება 2001 წელს დაიწყო, მისი პრემიერა კი როტერდამის კინოფესტივალზე შედგა. ბევრი კინოკრიტიკოსი აღნიშნავდა, რომ ამ ფილმით რეიგადასმა მექსიკურ კინოში რევოლუცია გამოიწვია, გამოიგონა ახალი კინემატოგრაფიული ენა, რომელიც რეფლექსირებს იმ სენსორულ სამყაროზე, რომელშიც ადამიანები ცხოვრობენ და აღწერს ცხოვრებას, როგორც ტრანსცენდენტალურ გამოცდილებას.[6]
ფილმის სტილს ხშირად ადარებენ ანდრეი ტარკოვსკის „ანდრეი რუბლევს“ (1966) ან „სტალკერს“ (1979); ასევე აბას კიაროსტამის „ალუბლის გემოს“ (1997). „იაპონია“ აღწერს სამყაროს, რომელიც კორპორალური და მითოლოგიურია. მისი პერსონაჟები შეიძლება წავიკითხოთ ალეგორიულად, თუმცა ისინი გამოსახულები მკაცრად რეალისტურ სტილში არიან - აქვთ სხეულები, რომლებიც გრძნობენ ტკივილს, სიამოვნებას.
ფილმი აღგვიწერს იმ მეტაფიზიკურ კრიზისს, რომელსაც პროტაგონისტი განიცდის. ის მოგვითხრობს ხრამში ჩამავალ კაცზე, რომელიც ცხოვრების თვითმკვლელობით დასრულებას აპირებს, მაგრამ საბოლოოდ მას გადაარჩენს ქალი, ასკენი, რომელიც შეუყვარდება. ასკენი ხანშიშესული, რელიგიური ადგილობრივია, რომელთანაც პროტაგონისტი მალევე ამყარებს სექსუალურ კავშირს. კავშირს ამ ორ პერსონაჟს შორის ალეგორიული მნიშვნელობა გააჩნია, რომელიც გადის ფიზიკურობის ზღვარს. [7]
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1999 | ფ | „Maxhumain“ | Maxhumain | რეჟისორი, სცენარისტი |
2002 | ფ | „იაპონია“ | Japon | რეჟისორი, სცენარისტი |
2005 | ფ | ბრძოლა სამოთხეში | Batalla en el Cielo | რეჟისორი, სცენარისტი |
2007 | ფ | ჩუმი ღამე | Luz Silenciosa | რეჟისორი, სცენარისტი |
2010 | ფ | ეს ჩემი სამეფოა | Este e mi Reino | რეჟისორი, სცენარისტი |
2012 | ფ | სინათლე წყვდიადის შემდეგ | Post Tenebras Lux | რეჟისორი, სცენარისტი |
2018 | ფ | ჩვენი დრო | Nuestro Tiempo | რეჟისორი, სცენარისტი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.filminquiry.com/beginners-guide-carlos-reygadas/
- ↑ https://www.youtube.com/watch?v=7J3it0UH0qw&t=159s
- ↑ https://egs.edu/biography/carlos-reygadas-castillo/
- ↑ https://read.kinoscope.org/2018/12/14/life-as-it-is-a-conversation-with-carlos-reygadas/
- ↑ https://www.criterion.com/current/top-10-lists/364-carlos-reygadas-s-top-10
- ↑ https://www.nytimes.com/2003/03/19/movies/film-review-a-tale-of-harsh-lands-and-hard-truths.html
- ↑ http://flowtv.org/2013/12/carlos-reygadas-kerry-hegartymiami-university-ohio/#footnote_1_20911