კარიჯინის ეროვნული პარკი

კარიჯინის ეროვნული პარკი (ინგლ. Karijini National Park) — ეროვნული პარკი ჰამერსლის ქედზე, დასავლეთ ავსტრალიაში. ფართობი 627,442 ჰა. დაარსდა 1969 წელს. პარკის სიახლოვეს მდებარეობს ქალაქი ტომ-პრაისი. გაბატონებულია ტროპიკული მშრალი კლიმატი. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა წელიწადში 250-350 მმ. ზაფხულის დღეებში ჰაერის ტემპერატურა ხშირად აჭარბებს 40°C-ს. პარკის ტერიტორიაზეა იქედნისებრნი, გეკონისებრნი, სხვადასხვა სახეობის კენგურუ, ხელფრთიანები და სხვა. ქვეწარმავლებიდან აღსანიშნავია პითონი.

კარიჯინის ეროვნული პარკი

Karijini National Park

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
კარიჯინის ეროვნული პარკი
მდებარეობა დასავლეთი ავსტრალია
ქვეყანა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
კოორდინატები 22°15′02″ ს. გ. 117°58′32″ ა. გ. / 22.25056° ს. გ. 117.97556° ა. გ. / -22.25056; 117.97556
ფართობი 627,442 ჰა
დაარსდა 1969 წელს
ოფიციალური საიტი პარკის საიტი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება