კარინ კელერ-ზუტერი

კარინ კელერ-ზუტერი (გერმ. Karin Keller-Sutter; დ. 22 დეკემბერი, 1963) — შვეიცარიელი პოლიტიკოსი, შვეიცარიის ფედერალური საბჭოს წევრი 2019 წლის 1 იანვრიდან. ლიბერალების პარტიის წევრი. შტატების საბჭოს პრეზიდენტი 2017-2018 წლებში.

კარინ კელერ-ზუტერი
კარინ კელერ-ზუტერი
შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა1 იანვარი, 2024
პრეზიდენტი  ვიოლა ამერდი
წინამორბედივიოლა ამერდი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, 2019 – დღემდე
წინამორბედიიოჰან შნაიდერ-ამანი

დაბადებული22 დეკემბერი, 1963 (1963-12-22) (60 წლის)
უცვილი, სანქტ-გალენი, შვეიცარია
პოლიტიკური პარტიალიბერალები
განათლებაციურიხის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ფრიბურის უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

კარინ კელერ-ზუტერი ბავშვობა ცხოვრობდა ქალაქ ვილში, შემდეგ გადავიდა ქალაქ ნევშატელში. სწავლობდა ენის ინტერპრეტაციას ციურიხის უნივერსიტეტში (ამჟამად ციურიხის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის გამოყენებითი ენათმეცნიერების სკოლა). ფრიბურგის უნივერსიტეტში მან ასევე გაიარა პედაგოგიური კურსი და მუშაობდა მასწავლებლად პროფესიულ სკოლაში. კელერ-ზუტერი არის სენქტ-გალენის საერთაშორისო კვლევების ფონდის სამეურვეო საბჭოს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი.[1]

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

კარინ კელერ-ზუტერის პოლიტიკური კარიერა იწყება 1992 წელს, როდესაც მას ეკავა მუნიციპალური მრჩეველის თანამდებობა ქალაქ ვილში. 1996 წლიდან 2000 წლამდე იყო სანქტ-გალენის კანტონის საკრებულოს (კანტონსრატის) დეპუტატი და ხელმძღვანელობდა თავისუფალი დემოკრატიული პარტიის (FDP) ადგილობრივ განყოფილებას.

2000 წლის 12 მარტს კელერ-ზუტერი აირჩიეს სანქტ-გალენის კანტონის რეგიონალურ საკრებულოში, სადაც დაინიშნა უსაფრთხოებისა და იუსტიციის დეპარტამენტში. 2006-2007 წლებში ხელმძღვანელობდა ადგილობრივ მთავრობას.

2010 წლის 22 სექტემბერს კელერ-ზუტერი იყო შვეიცარიის ფედერალური საბჭოს კანდიდატი ჰანს-რუდოლფ მერცის ნაცვლად, მაგრამ არჩევნები ვერ მოიგო.[2] 2011 წლის 23 ოქტომბერს ხმების 65 %-ით აირჩიეს შტატების საბჭოში სანქტ-გალენის კანტონის წარმომადგენლად. 2017-2018 წლებში იყო შტატების საბჭოს პრეზიდენტი.

2018 წლის 8 ოქტომბერს მან კიდევ ერთხელ წარადგინა თავისი კანდიდატურა შვეიცარიის ფედერალურ საბჭოში, გადამდგარი იოჰან შნაიდერ-ამანის ადგილისთვის, რომელმაც რვა წლის წინ დაამარცხა კარინ კელერ-ზუტერი.[3] 5 დეკემბერს აირჩიეს ფედერალური საბჭოს წევრად.[4]

2023 წლის 13 დეკემბერს აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტად 2024 წლისათვის.[5]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

კარინ კელერ-ზუტერი დაქორწინებულია ექიმ მორტონ კელერზე.[6]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. International Students' Committee, Board of Trustees დაარქივებული 22 January 2012 საიტზე Wayback Machine.
  2. « La conseillère d'État saint-galloise Karin Keller-Sutter candidate à la succession de Hans-Rudolf Merz », tsrinfo.ch, 19 août 2010 დაარქივებული 15 January 2013 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
  3. Karin Keller-Sutter kandidiert für den Bundesrat (2018-10-09). ციტირების თარიღი: 2020-06-20
  4. SA, Agefi. Karin Keller-Sutter élue par 154 voix au Conseil fédéral fr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-27. ციტირების თარიღი: 2020-06-20
  5. Amtliches Bulletin. ციტირების თარიღი: 2023-12-13
  6. Der Arzt an ihrer Seite (20 December 2020).