კარინ ლარისა ერერა აგილარი (ესპ. Karin Larissa Herrera Aguilar; დ. 25 ივლისი, 1968[1], გვატემალა, გვატემალა) — გვატემალელი ბიოლოგი, პროფესორი, სოციოლოგი და პოლიტიკოსი. გვატემალის მე-18 ვიცე-პრეზიდენტი 2024 წლის 15 იანვრიდან.[2] აირჩიეს პრეზიდენტ ბერნარდო არევალოსთან ერთად 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.[3]

კარინ ერერა
კარინ ერერა
კარინ ერერა 2024 წელს
გვატემალის 18-ე ვიცე-პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა15 იანვარი, 2024
პრეზიდენტი  ბერნარდო არევალო
წინამორბედიგილერმო კასტილიო

დაბადებული25 ივლისი, 1968 (1968-07-25) (56 წლის)
გვატემალა, გვატემალა
პოლიტიკური პარტიასემილია
მეუღლეგუსტავო გომეს ალვარესი
შვილები2
განათლებაგვატემალის უნივერსიტეტი, სალამანკის პაპის უნივერსიტეტი
პროფესიაბიოლოგი, სოციოლოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

კარინ ერერა დაიბადა ადალბერტო ერერასა და გლადის აგილარის საშუალო კლასის ოჯახში 1968 წლის 25 ივლისს.[1][4] მამამისი იყო იურისტი ქალაქ უეუეტენანგოდან, ხოლო დედა — დიასახლისი ქალაქ ხუტიაპიდან.

დაასრულა სან-კარლოსის უნივერსიტეტის ქიმიურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ბიოლოგიის სპეციალობით.[5] მან მიიღო მაგისტრის ხარისხი გარემოსდაცვით კვლევებში გვატემალის უნივერსიტეტში და დოქტორის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებასა და სოციოლოგიაში ესპანეთში, სალამანკის პაპის უნივერსიტეტში. მიღებული აქვს რამდენიმე საერთაშორისო ჯილდო გარემოს დაცვაზე მუშაობისათვის.[5][6]

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

2023 წელს პრეზიდენტოპის კანდიდატ ბერნარდო არევალოსთან ერთად იბრძოდა ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატობისათვის და მეორე ტურში დაამარცხეს სანდრა ტორესისა და რომეო გუერას წყვილი.[2] ერერამ განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური იდეოლოგია ეფუძნება ქრისტიანულ ჰუმანიზმს.[4]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

2001 წელს იგი დაქორწინდა ბიოლოგ გუსტავო გომეს ალვარესზე. წყვილი 2021 წელს დაშორდა. მათ ორი შვილი ჰყავთ. ესპანურის გარდა, ერერა თავისუფლად ფლობს ინგლისურ ენას.[4]

  1. 1.0 1.1 „Karin Herrera, la científica que podría ser vicepresidenta del país“ (spanish). Ruda GT. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 July 2023. ციტირების თარიღი: 21 June 2023.
  2. 2.0 2.1 El binomio presidencial del partido Movimiento Semilla es Bernardo Arévalo y Karin Herrera spanish. Prensa Libre (22 January 2023). ციტირების თარიღი: 22 January 2023
  3. Progressive Arévalo is 'virtual winner' of Guatemala election after corruption angered voters (20 August 2023). ციტირების თარიღი: 21 August 2023
  4. 4.0 4.1 4.2 Medinilla, Angélica. (2023-08-19) Karin Herrera, una científica quiere ser vicepresidenta es. ციტირების თარიღი: 2023-08-24
  5. 5.0 5.1 Karin Larissa Herrera Aguilar, MSc. PhD es (2016-08-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-01-30. ციტირების თარიღი: 2023-08-24
  6. Mendicoa, Gabriela. (2018-06-06) Entrevista con la Dra. Karin Herrera (Guatemala): Simposio Iberoamericano de Química Clínica y Expolab | Infobioquimica.org es-AR. ციტირების თარიღი: 2023-08-24