კარვინა (ჩეხ. Karviná) — ქალაქი ჩეხეთში, მორავია-სილეზიის მხარეში, კარვინის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი; გაშენებულია მდინარე ოლშეზე. მდებარეობს ტეშინის სილეზიის ისტორიულ რეგიონში და წარმოადგენს ჩეხეთის რესპუბლიკის ქვანახშირის მომპოვებელ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქს. მეზობელ ქალაქებთან ერთად ქმნის ოსტრავა-კარვინის ქვანახშირის აუზს.

ქალაქი
კარვინა
Karviná

ცენტრალური მოედანი
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე (ჩეხეთი)|ჩეხეთის რეგიონები|მხარე მორავია-სილეზია
შიდა დაყოფა Doly[1] , Fryštát[1] , Hranice[1] , Darkov[1] , Louky[1] , Mizerov[1] , Nové Město[1] , Ráj[1] და Staré Město[1]
კოორდინატები 49°51′15″ ჩ. გ. 18°32′34″ ა. გ. / 49.85417° ჩ. გ. 18.54278° ა. გ. / 49.85417; 18.54278
მმართველი Jan Wolf[2]
დაარსდა 1923
პირველი ხსენება 1268
ფართობი 57,49 კმ²
ცენტრის სიმაღლე 221
მოსახლეობა 63 045 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 1 100 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 733 01 ან 735 06
საავტომობილო კოდი T
ოფიციალური საიტი karvina.cz
კარვინა — ჩეხეთის რესპუბლიკა
კარვინა

2006 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 63 045 ადამიანს შეადგენს, საიდანაც 8,5% სლოვაკია, 8% კი პოლონელი. პოლონელი მოსახლეობა ისტორიულად მცირდება. წარსულში, ქალაქში არსებობდა მნიშვნელოვანი გერმანული საზოგადოება. ასევე იზრდება ბოშათა რაოდენობა.

კარვინის დასახლებამ ქალაქის სტატუსი 1923 წელს მიიღო. 1938 წელს იგი პოლონეთის მიერ იქნა ოკუპირებული, მეორე მსოფლიო ომის დროს კი ნაცისტების ხელში აღმოჩნდა. ომის შემდეგ იგი კვლავ ჩეხოსლოვაკიის ნაწილი გახდა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 Czech location identification systemCzech Office of Surveying and Cadastre.
  2. http://www.karvina.cz/deje-se/karvina-ma-noveho-primatora