კარდანახის ეკლესია

კარდანახის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდანახში, კავკაიანთ წყაროდ წოდებულ ადგილში. განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (5,8 x 4,75მ) ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და კირის ხსნარით. ძლიერადაა დაზიანებული. კედლები შემორჩენილია 60-70 სმ-ის სიმაღლეზე. ინტერიერი ამოვსებულია მიწით. აღმოსავლეთით კუთხეებმომრგვალებული საკურთხეველია, რომელიც დარბაზისგან მხრებით არ არის გამოყოფილი. შესასვლელი დასავლეთიდან ყოფილა.

ლიტერატურა რედაქტირება