სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კარატისჯვარი (მრავალმნიშვნელობა).

კარატის ჯვარი — სალოცავი ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ნასოფლარ ჩიღოში.

სალოცავი გეგმით ოთხკუთხაა და ზემოთ ოდნავ შევიწროვებული მთლიანი მასის ნაგებობაა. ნაშენია ფიქლით - მშრალად. სამხრეთ წახნაგში, ერთი მეორის ზემოთ, მოწყობილია ორი პატარა ნიში. მსგავსი ერთი ნიშია აღმოსავლეთითაც. გადმოცემით სალოცავს დარბაზიც ჰქონდა. აქ სალოცავად ხევსურები მოდიოდნენ.

ლიტერატურა

რედაქტირება