გერასიმე ეზოვი

ფილოლოგი, ისტორიკოსი
(გადამისამართდა გვერდიდან კარაპეტ ეზოვი)

გერასიმე არტემის ძე ეზოვი (რუს. Герасим Артемьевич Эзов), კარაპეტ არუთინის ძე ეზიანი (დ. 5 სექტემბერი, 1835, მოსკოვი, — გ. 31 მაისი, 1905, პეტერბურგი) — რუსი ისტორიკოსი, წარმოშობით სომეხი. სომხური ნაციონალისტური მიმართულების მოღვაწე.

გერასიმე ეზოვი
დაბ. თარიღი 5 სექტემბერი, 1835(1835-09-05)[1] [2]
დაბ. ადგილი მოსკოვი[1] [2]
გარდ. თარიღი 31 მაისი, 1905(1905-05-31)[1] [2] (69 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1] [2]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა ფილოლოგი[1] და ისტორიკოსი[1]
ალმა-მატერი ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტი[1] [3] და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი[1]

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა მოსკოვში. დაამთავრა მოსკოვის აღმოსავლური ენების ინსტიტუტი და პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების განყოფილება. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ერთ-ერთი ნაშრომით, მსხვილფორმატიანი წიგნით „Cношения Петра Великого с армянским народом“. წიგნი არის საარქივო დოკუმენტთა კრებული, რომელიც 300-ზე მეტ ისტორიულ საბუთს და ხელნაწერს მოიცავს. წიგზე დართულია ვრცელი მონაცემები, რომელიც ამავდროულად რუსეთის ურთიერთობების ირგვლივ, საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობის საკითხებსაც ეხება.

სხვა ნაციონალისტ სომეხ მწერალთა მსგავსად, ეზოვი მკვეთრად ცდლობს საქართველოს ისტორიაზე საზოგადოებისთვის უარყოფითი აზრის და დამოკიდებულების შექმნას. სწორედ ამიტომ, ილია ჭავჭავაძემ შენიშნა:

 
„რაც კი სადმე ქართველებზე ცუდი თქმულა, ბატონ ეზოვს ყველა თითქოს რაღაც სიხარულით მოუკრებია და გულში გვახლის, რაც კეთილი თქმულა, ყველა ეს სანაქებოდ მიუმალავს.“

ილიას განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია ეზოვის მეირ, საქართველოს ისტორიის საზიანოდ ფაქტების გაყალბებამ. კერძოდ, 1782 წელს რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დროს, ერეკლე II-ის მიერ გამოთქმული წინადადების კომენტირებისას ეზოვი ცინიკურად განმარტავდა. იგი ამბობდა რომ, ერეკლე უთმობდა რუსეთს იმას, რაც უფლებით ეკუთვნოდა სპარსეთს და არა თვითონ. უთმობდა უმაღლეს ხელისუფლებას, რომელიც უღონობით, ხელში ვეღარ შეემაგრებინა. ხოლო, ამის სანაცვლოდ ითხოვდა მეფობის შენარჩუნებას.

ეზოვი ბევრჯერ გამოაშკარავდა ფაქტების გაყალბებაში, ილია ჭავჭავაძე წერდა:

 
„ზღაპარს მაშინ გამოიცნობთ, როცა გაიხსენებთ ეზოვის დაფარულ აზრსა: საქართველო საქართველო კი არ არის, ძველი სომხეთიაო. ეს მაცდური და წყეული სურვილი გზას უბნევს ბატონ ეზოვს და სისულელეს აროშვინებს მეცნიერების სახელით.“

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება