კარალეთის ღვთისმშობლის ეკლესია

კარალეთის ღვთისმშობლის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის განაპირას, ჩრდილოეთით სასაფლაოზე. თარიღდება ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (7,9 X 5,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. დაზიანებულია შენობის კედლები, თლილი ქვის ლავგარდანი და კრამიტის სახურავი. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწიული აფსიდის ღერძზე ვიწრო სწორკუთხოვანი, ხოლო დასავლეთ კედელში შედარებით განიერი სარკმელია. საკურთხევლის წინ, ზემოთკენ გაგანიერებული სატრაპეზო ქვა დგას. აფსიდის მხრებიდან წინ გამოწეული, შეკიდული სატრიუმფო თაღი კედლის იმპოსტებს ეყრდნობა, ცილინდრული კამარა - გრძივ კედლებს.

ლიტერატურა

რედაქტირება