კარავი (არქიტექტურა)
კარავი — გეგმით ცენტრალური ნაგებობის (სამრეკლო, ტაძარი, კოშკი) დამაგვირგვინებელი მაღალი ნაწილი, რომელსაც ოთხ- ან რვაწახნაგა პირამიდის სახე ჰქონდა. გავრცელებული იყო უმთავრესად რუსული ხის ხუროთმოძღვრებაში XVIII საუკუნემდე. XVI—XVII საუკუნეებიდან ქვის ეკლესიებსა და სამრეკლოებშიც გვხვდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 391.