Wikitext-ka.svg ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.

იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი.
სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|კანფეტი}}

კანფეტი (ლათ. confectus - დამზადებული) - საკონდიტრო ნაწარმი, რომლის მთავარი ინგრედიებტი შაქარია. ამ კატეგორიაში შედის შოკოლადი, კევი, ასევე შაქრით დაფარული ხილი, ბოსტნეული და თხილი. ფიზიკურად კანფეტი შაქრის რაოდენობით ისაზღვრება, მაგრამ მნიშვნელოვანია ასევე დამოკიდებულება ნაწარმის მიმართ - კანფეტად ითვლება ისეთი ნაწარმი, რომელსაც ხმარობენ წასახემსებლად, და არა დესერტად. სხვადასხვა კულტურაში ერთი და იგივე ტკბილეული შეიძლება კანფეტად ან დესერტად ითვლებოდეს.[1] კამფეტი ჩვეულებრივად პატარა ზომისაა და ნაჭრებად არ იყოფა. იჭმევა თითებით.

ისტორიარედაქტირება

პირველი კანფეტი - მოხარშული შაქრის ნაჭრები - გაჩნდა ინდოეთში, რომელიც შაქრის სამშობლოდ ითვლება. სხვა ქვეყნებში, სადაც შაქარი არ იყო ხელმისაწვდომი, კანფეტს თაფლისგან ამზადებდნენ. ძველ საბერძნეთში, რომში, ირანში და ჩინეთში თაფლით ხილს და ყვავილებს შესანახად ან საჭმელად ფარავდნენ. ასეთი პრაქტიკა დღესაც არსებობს, მაგრამ დღეს ის დეკორატიურ მიზნებს ემსახურება. ინდუსტრიულ რევოლუციამდე მხოლოდ მდიდარი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი კანფეტი ხშირად ყელის ტკივილოს და საკვების მონელებასთან დაკავშირებული პრობლემების წამლად იხმარებოდა. მე-19 საუკუნეში ტექნოლოგიების განვითარებამ და შაქრის გაიაფებამ კანფეტი უფრო გავრცელებული და ხელმისაწვდომი გახადა, გაჩნდა პირველი კამფეტების პრესი. თავდაპირველად კანფეტს არ ფუთავდნენ, მაგრამ პოლიომიელითის ეპიდემიამ ეს პრაქტიკა შეცვალა. მალე დაიწყო საკვებში, მათ შორის კანფეტებში კონსერვანტების, საღებავების და არომატიზატორების დამატება, მათგან ბევრი ჯანმრთელობისთვის საზიანოც იყო. პირველი საკვებში დანამატების რეგულაციები აშშ-მ გამოსცა.

დამზადების წესირედაქტირება

შაქარი იზავება წყალში ან რძეში და იხარშება სასურველ კონსისტენციამდე. კანფეტს შეიძლება ბევრნაირი ტექსტურა ჰქონდეს. ტექსტურა და კონსისტენცია დამოკიდებულია დამატებით ინგრედიენტებზე, ტემპერატურაზე და შაქრის კონცენტრაციაზე. რაც უფრო მეტი შაქარი იზავება მით უფრო მკვრივია კანფეტი. კანფეტების უმეტესობა ქარხნულად მზადდება.

საფრთხე ჯანმრთელობისთვისრედაქტირება

კანფეტი დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს. შაქრის დიდი რაოდენობები ქმნიან კარიესის და დიაბეტის საფრთხეს. კანფეტის მოხმარების შემდეგ სწრაფად იმატებს სისხლში შაქრის შემცველობა, რაც სახიფათოა როგორც დიაბეტის მქონე, ასევე ჩვეულებრივი ადამიანისთვის. ასევე, მრგვალი და მკვრივი კანფეტები ბავშვებში დახრჩობით სიკვდილიы პირველი მიზეზია.[1]

სქოლიორედაქტირება

  1. Roach, Mary (25 მარტი, 2013). „The Marvels in Your Mouth (Published 2013)“. The New York Times. ციტირების თარიღი: 8 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)