კამპჰაენგ-პჰეტის ისტორიული პარკი
კამპჰაენგ-პჰეტის ისტორიული პარკი — არქეოლოგიური ძეგლი ტაილანდში, კამპჰაენგ-პჰეტის პროვინციაში. სუხოტჰაისა და სი-სატჩანალაის ისტორიულ პარკებთან ერთად წარმოადგენს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს საერთო სახელით — ქალაქი სუხოტაი და მასთან დაკავშირებული ისტორიული ქალაქები. პარკის მთავარი ღირებულება აქ წარმოდგენილი უძველესი ძეგლების არქეოლოგიური ნაშთებია.
კამპჰაენგ-პჰეტის ისტორიული პარკი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
პარკის რუკა | |
ქვეყანა | ტაილანდი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, iii |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია-ოკეანეთი |
კოორდინატები | 16°48′00″ ჩ. გ. 99°52′00″ ა. გ. / 16.80000° ჩ. გ. 99.86667° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1991 (მე-15 სესია) |
ნომერი | 574 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 574 ინგლ. • რუს. • ფრ. |
უძველეს ქალაქ კამპჰაენგ-პჰეტს, ზეომაღნიშნული ორი ქალაქის მსგავსად, გარკვეული დაგეგმარება ჰქონია, სადაც რელიგიური ძეგლები, ქალაქის ფარგლებშიც და მის გარეთაც, ერთგვარად გამოცალკევებულად მდებარეობდა. სტრუქტურები როგორც წესი, მოცულობით ფართოა და მინერალ ლატერიტით ნაგები.
ქალაქს გარს შემორტყმული კედელი და სხვა თავდაცვითი ნაგებობები მართკუთხა ფორმას აძლევენ, რომლის სიგრძე 300-700 მ-ია, სიგანე 2 200 მ.
გალერეა
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Kamphaeng Phet Historical Park დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine.
- www.thailandsworld.com დაარქივებული 2008-10-10 საიტზე Wayback Machine.