კამპორა-სან-ჯოვანი
კამპორა-სან-ჯოვანი (იტალ. Campora San Giovanni) — სასოფლო დასახლება იტალიაში, კალაბრიის რეგიონში, კოზენცის პროვინციის ამანტეის კომუნაში. მდებარეობს კატანძაროს პროვინციის საზღვრის სიახლოვეს.
სოფელი | |
---|---|
კამპორა-სან-ჯოვანი Campora San Giovanni | |
ქვეყანა | იტალია |
რეგიონი | კალაბრია |
კოორდინატები | 39°04′00″ ჩ. გ. 16°05′00″ ა. გ. / 39.06667° ჩ. გ. 16.08333° ა. გ. |
ფართობი | 6,2 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 580 მ |
მოსახლეობა | 7 340 კაცი (2009) |
სიმჭიდროვე | 1 200 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 |
სატელეფონო კოდი | 0982 |
საფოსტო ინდექსი | 87032 |
ოფიციალური საიტი | http://www.camporaweb.it |
გეოგრაფია
რედაქტირებაკამპორა-სან-ჯოვანი ტირენიის ზღვის სანაპიროს გადაჰყურებს. 1950-იანი წლებიდან, სოფელი გაიზარდა და გაფართოვდა. გაშენებულია პლაჟის თავზე აღმართულ პატარა, ბრტყელ პლატოზე. რეგიონს გარს არტყავს ვენახებითა და ზეთისხილის პლანტაციებით დაფარული ბორცვები. ეს ბორცვები სოფლისკენ თანდათან ეშვება და მიმზიდველ ხედს ქმნის: მარცხნივ მოჩანს ლამეცია-ტერმეს უბე, მარჯვნივ, ჰორიზონტზე კი მზიან ამინდში ვულკანი სტრომბოლი.
სოფლის ნავსადგურიდან ადვილად მისაღწევია ლიპარის კუნძულები.
ეკონომიკა და ტრანსპორტი
რედაქტირებაკამპორა-სან-ჯოვანის ეკონომიკა სოფლის მეურნეობასა და ტურიზმს ეფუძნება. 1950-იანი წლებიდან საკმაოდ განვითარდა წითელი ხახვის მოყვანა, რომელიც დღეს როგორც საშინაო, ისე საგარეო ბაზრებზე გადის. ბოლო 20 წლის მანძილზე, ამ პროდუქტის ექსპორტმა მნიშვნელოვნდა შეუწყო ხელი სოფლის ეკონომიკის წინსვლას.
სოფელი ამავე დროს საზღვაო კურორტს წარმოადგენს. 2003 წელს აქ ნავსადგური აშენდა, რამაც გააადვილა ლიპარის კუნძულებამდე მისვლა. ეს ნავსადგური ტურისტული ინფრასტრუქტურის ღერძია.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებასოფლის ერთადერთი გამორჩეული ნაგებობაა XIV საუკუნის კოშკი. მისი ზედა ნაწილი ბრჯენებითაა დეკორირებული.
სოფლის მფარველად ითვლება ფრანცისკ პაოლიელი, რომლის დღესასწაულიც 1—3 სექტემბერს აღინიშნება, რაც ახლომდებარე სოფლებიდან პილიგრიმებს იზიდავს. ამ დროს იმართება მსვლელობა, რა დროსაც მორწმუნეები ქუჩებში წმინდანის ქანდაკებას მხრებზემოკიდებულს დააბრძანებენ.
გალერეა
რედაქტირება-
ვულკან სტრომბოლის ხედი
-
კამპორა-სან-ჯოვანის ხედი
-
სოფლის ხედი
-
სოფელი ზაფხულში
-
სოფლის ერთ-ერთი ქუჩა
-
წმინდა პეტრე მოციქულის ახალი ეკლესიის კურთხევა, 12 ივნისი, 2010 წ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Proloco Campora San Giovanni დაარქივებული 2012-03-11 საიტზე Wayback Machine.