კამიშინის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი

კამიშინის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი (რუს. Камышинский историко-краеведческий музей) — მუზეუმი ქალაქ კამიშინში, ვოლგოგრადის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.

კამიშინის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი
50°04′41″ ჩ. გ. 45°24′42″ ა. გ. / 50.07806° ჩ. გ. 45.41167° ა. გ. / 50.07806; 45.41167
დაარსდა 1961
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა კამიშინი
დირექტორი მარია ივანოვა
ოფიციალური საიტი [ოფიციალური ვებგვერდი ოფიციალური ვებგვერდი]
Map
 
კამიშინის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმის ხედი

კამიშინის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი შეიქმნა 1961 წელს. 1968 წელს მუზეუმმა მიიღო სახელმწიფო მუზეუნმის სტატუსი. მუზეუმი განათავსეს ქალაქის სამმართველოს შენობაში, რომელიც 1901 წელს ააგეს რუსული ბაროკოს სტილში და მდებარეობდა მდინარე ვოლგის ნაპირზე. ამჟამად შენობა რუსეთის ფედერალური მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლია.

ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმის ექსპოზიცია მოიცავს 14 დიდ ოთახს. აქ წარმოდგენილია ოლქის ცოცხალი სამყარო, მხარის ათვისების ისტორია, გეოგრაფია და გეოლოგია, არქეოლოგია, კამიშინის რაიონი რევოლუციის შემდეგ პერიოდში და დიდი სამამულო ომის წლებში, მაზრის ისტორია.

მუზეუმში წარმოდგენილია 50 000 ექსპონატი: ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპოზიციაა: ეთნოგრაფიული, პალეონტოლოგიური და არქეოლოგიური. მუზეუმში დაცულია იშვიათი წიგნები. ძველი საათები, ჭურჭელი, ავეჯი. მონეტების კოლექცია. ცალკე ოთახი ეთმობა მოქალაქეების ცხოვრებას საბჭოთა პერიოდში. აქ წარმოდგენილია საბჭოთა ავეჯი, პირველი საბჭოთა ტელევიზორი, საბავშვო სათამაშოები.

მუზეუმში იმართება მუდმივი და დროებითი სამხატვრო გამოფენები[1]. ყოველწლიურად 13 აგვისტოს მუზეუმის დაარსების დღეს იმართება ღია კარის დღე. მუზეუმის პირველი დირექტორი იყო კ. დ. დიბლია.

მუზეუმის შენობა

რედაქტირება

მუზეუმი განთავსებულია ყოფილი საქალაქო საბჭოს შენობაში. შენობა აგებულია არქიტექტორ ა. ტიმოფეევის პროექტის მიხედვით 1901 წელს XVII საუკუნის მოსკოვურ-იაროსლავური ხუროთმოძღვრების მოტივებზე.

შენობა ორსართულიანია, აგებულია აგურისაგან, დაგეგმარებაში ასო Г-ს ფორმა აქვს. შენობას მაღალი სახურავი აქვს. პირველ სართულზე ფანჯრები ნახევრადწრიულია. შენობის არქიტექტურული ელემენტები შეღებილია ყვითელ და წითელ ფერებში. მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილია. შენობას აქვს მიშენებები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Шендакова Г. Н. «Роль городского музея в развитии краеведения в Камышине», сборник «Город старый, город новый…» выпуск №3, г. Камышин, 1999 г.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Художественная галерея музея. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-29. ციტირების თარიღი: 2018-05-29.