კამენოოსტროვსკის ხიდი

კამენოოსტროვსკის ხიდი (რუს. Каменноостровский мост) — ტრამვაის, საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, მდინარე პატარა ნევკაზე. ერთმანეთთან აკავშირებს სააფთიაქოსა და ქვის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა 151 მეტრი, ხოლო სიგანე — 27 მეტრი.

კამენოოსტროვსკის ხიდი
რუს. Каменноостровский мост
კოორდინატები: 59°58′40″ ჩ. გ. 30°18′05″ ა. გ. / 59.97778° ჩ. გ. 30.30139° ა. გ. / 59.97778; 30.30139
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო, ტრამვაის
გადებულია პატარა ნევკა
სიგრძე 151 
სიგანე 27 
გახსნის თარიღი 1760 წ.
რეკონსტრუქცია 1765, 1811-1813, 1859, 1899, 1953-1954 წწ.
კულტურული
მემკვიდრეობის
ობიექტი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7802246000
კამენოოსტროვსკის ხიდი — რუსეთი
კამენოოსტროვსკის ხიდი
კამენოოსტროვსკის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
კამენოოსტროვსკის ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

მდებარეობა

რედაქტირება

ხიდი მდებარეობს კამენოოსტროვსკის პროსპექტზე. ხიდთან ახლოს მდებარეობს ლოპუხინის ბაღი და ქვის კუნძულის სასახლე.

დინების ქვემო მიმართულებით მდებარეობს დიდი კრესტოვსკის ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურია „ჩიორნაია-რეჩკა“.

სახელწოდება

რედაქტირება

ხიდმა სახელწოდება მიიღო კამეონოოსტროვსკის პროსპექტის მიხედვით.

1760 წელს ამ ადგილზე ააგეს პლაშკოუტის ხიდი არქიტექტორ ა. ფ. ვისტის პროექტის მიხედვით. 1765 წელს იგი შეცვალეს მოცურავე ხიდით. აღნიშნული ხიდი არაერთხელ გაარემონტეს ხის მასალებით.

1811-1813 წლებში ინჟინერ ავგუსტინ ბეტანკურის პროექტის მიხედვით მოცურავე ხიდის ადგილზე ააგეს რუსეთში პირველი შვიდმალიანი ხის თაღოვანი ხიდი. მშენებლობა მიმდინარეობდა ინჟინრების ა. დ. გოტმანისა და ს. ო. პანტელეევის ხელმძღვანელობით. ხიდის საერთო სიგრძე იყო 150 მეტრი. ამ სახით ხიდი 20 წელი ფუნქციონირებდა. 1833 წელს ინჟინერ პ. პ. ბაზენის ხელმძღვანელობით დაიწყო ხიდის ბურჯების რემონტი.

1859 წელს ინჟინერ ა. ი. შტუკენბერგის პროექტის მიხედვით წარიმართა ხიდის სრული რეკონსტრუქცია. 1906-1907 წლებში ინჟინერ ვ. რ. პაც-პომარნაცკის პროექტის მიხედვით მოხდა ხიდის გამაგრება.

1938 წელს ხიდის ხის ზეწრები გამოცვალეს მეტალით. ხიდის სიგრძე გახდა 152,5 მეტრი, ხოლო სიგანე — 18 მ.

1953-1954 წლებში ტრანსპორტის ინტენსიური ნაკადისა და ტვირთის გაზრდის გამო, ააგეს ახალი მეტალის ხიდი გასახსნელი მალით. ხიდის გახსნა გაიმართა 1954 წლის 17 ოქტომბერს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 442. — 511 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 302. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. *Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 52. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.
  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება