ქვის კუნძულის სასახლე

ქვის კუნძულის სასახლე (რუს. Каменноостровский дворец) — ეკატერინე II-ის რეზიდენცია. მდებარეობს ქვის კუნძულის სამხრეთ-დასავლეთით, სანქტ-პეტერბურგში. სასახლე წარმოადგენს ფედერალური მნიშვნელობის არქიტექტურული ღირებულების ძეგლს.

ქვის კუნძულის სასახლე
Каменноостровский дворец
კოორდინატები 59°58′47″N 30°18′16″E / 59.979722° ჩ. გ. 30.304444° ა. გ. / 59.979722; 30.304444
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი იური ფელტენი
სტილი კლასიციზმი
თარიღდება 1776-1782
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810382000

არქიტექტურა

რედაქტირება

სასახლე მიეკუთვნება ნეოკლასიკურ ნაგებობას, რომელიც აშენდა 1770 წელს ეკატერინე II-ის დაკვეტით ვაჟისთვის, პავლესათვის. შენობას გააჩნია ექვსი სვეტი. მშენებლობა იური ფელტენის ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობდა. სასახლის ინტერიერი, რომელიც გამოირჩევა საუცხოო დეკორით, სვეტებითა და თაღებით, ვინჩენცო ბრენამ დააპროექტა. ბაღის განახლებაზე პასუხისმგებელი იყო ჟან ფრანსუა თომას დე ტომონი.[1]

სასახლის ყველაზე ცნობილი მფლობელი იყო ალექსანდრე I. მისი გარდაცვალების შემდეგ სასახლე, გადაეცა მის ძმას მიხეილს, შემდეგ კი მის ქვრივს ელენასა და მათ ქალიშვილს, ეკატერინეს.[2]

პეტერბურგში მდებარე სხვა იმპერიულ სასახლეებთან ერთად, ქვის კუნძულის სასახლე არის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესული. ამჟამად, იგი ქალაქის სტუმრებისათვის დაკეტილია, რადგან სასახლეში მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები.

სასახლის პარკში განთავსებულია ქვის კუნძულის თეატრი, რომელიც 40 დღეში აშენდა. ნაგებობა ფელტენის პროექტით ააგეს, რომელმაც ახლოდმდებარე სანქტ-პეტერბურგის იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესიაც დააპროექტა, სადაც ალექსანდრე პუშკინს ორივე შვილი ჰყავდა მონათლული. 1770-იანი წლების ეკლესია, რუსეთისთვის საკმაოდ უჩვეულო სტილით გამოირჩევა, რომელიც გოთური სტილითაა აშენებული.[3]

რეკომენდირებული ლიტერატურა

რედაქტირება
  • Витязева В. А. Дворец на острове в излучине Невы // Белые ночи. Л., 1985 г.
  • Витязева В. А. Каменный остров. — Л.: Лениздат, 1991 г.
  • Калюжная А. Д. Петербургская сторона. — СПб.: Остров, 2007. — С. 207—209. — 240 с. — ISBN 978-5-94500-032-2.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ЭНЦИКЛОПЕДИЯ БЛАГОТВОРИТЕЛЬНОСТИ САНКТ-ПЕТЕРБУРГ
  2. Kamennoostrovsky Palace from close quarters
  3. Дементьева В. А., Шашкин А. Г., Рахманов В. С., Бурыгин В. Л. Каменноостровский театр. Синтез достижений реставрации и геотехники. СП.: Издательство Института «Геореконструкция». 2014. С. 29