კალმახის საერისთავო

კალმახის საერისთავო — ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული შუა საუკუნეების საქართველოში, მდებარეობდა ტაოში. საერისთავოს ცენტრს წარმოადგენდა კალმახის ციხე, საიდანაც მომდინარეობს სახელწოდებაც. მისი არსებობა დასტურდება „მატიანე ქარ­თლისაის“ მიხედვით XI საუკუნის 40–50-იან წლებში. უცნობია მისი შე­ქმნის დრო. სავარაუდოდ, საერის­თავო არსებობდა 1057–1058 წლამდე, ვიდრე ის ბაგრატ IV-მ მამულებით არ გადასცა კალმახის ერის­თავ სულას (ლიპარიტ ბაღვაშის შეპყრობის სანაცვლოდ). ამის შემდეგ სულა იწოდა კალმახელად და ეს გვარსა­ხე­ლი დაუმკვიდრდა მის შთამომავლებს.

XIII საუკუნის განმავლობაში კალმახის საერისთავო გაუქმებული ჩანს. XIV საუკუნის I ნახევარში გიორგი ბრწყინვალემ კალმახი, რო­გორც ზღვისპირა რეგიონი, საერისთავოდ აქცია. შემდგომში კალმახის საერისთავო კვლავ გაუქმე­ბულა. XVI საუკუნის დასაწყისში შედგენილი მცხე­თის სამწყსოს მა­მულების ნუს­ხაში კალმახის ერის­თავთა ყო­ფილი მიწები სხვა ­მესხურ მიწებთან ერთად ­სამცხეთო მამულებს შორის მოიხსენიება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბახტაძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 501.
  • ბახტაძე მ., ერისთავობის ინს­ტიტუტი სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბ., 2003
  • ხიდურელი ზ., სამეფო დომენის საკითხისათვის XI–XV სს. სა­ქარ­თველო­ში, „საისტორიო კრებული“, 1977, ტ. 7