კალინინგრადის წმინდა ადალბერტის კირხე
კალინინგრადის წმინდა ადალბერტის კირხე (რუს. Кирха Святого Адальберта; გერმ. St.Adalbertkirche) — ყოფილი კათოლიკური კირხე კალინინგრადში. მშენებლობა მიმდინარეობდა 1902-1904 წლებში. აგებულია ადალბერტ პრაღელის სახელზე, არქიტექტორ ფრიდრიხ ჰაიტმანის მიერ.
კალინინგრადის წმინდა ადალბერტის კირხე | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 54°42′53″ ჩ. გ. 20°27′55″ ა. გ. / 54.71472° ჩ. გ. 20.46528° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | კათოლიციზმი |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | კალინინგრადის ოლქი |
ადგილმდებარეობა | კალინინგრადი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | ფრიდრიხ ჰაიტმანი |
ხუროთმოძღვრული სტილი | ნეოგოთიკა |
თარიღდება | 1902-1904 |
ისტორია
რედაქტირებამშენებლობა დაიწყო 1902 წლის 16 ივლისს ქალაქის ახალ რაიონ ამალიენაუში. კირხე მდებარეობდა იმ ადგილზე სადაც ლავსკერის ხეივანი ქმნიდა მოსახვევს. აქვე მთავრდებოდა თავად ხეივანიც, რომელიც იწყებოდა დედოფალ ლუიზას სახელობის კირხედან. ჰუფენი და ამალიენაუ აღიქმებოდა, როგორც ქალაქის დამოუკიდებელი ნაწილები. 1901 წელს ევანგელისტურმა საზოგადოებამ მიიღო დედოფალ ლუიზას სახელობის კირხე, ხოლო კათოლიკეებმა 1904 წელს შეიძინეს აღნიშნული კაპელა.
კირხე ააშენა კენიგსბეგის უძრავი ქონებისა და მშენებლობის საზოგადოებამ. მშენებლობის ღირებულებამ შეადგინა 60 ათასი მარკა, შიდა აღჭურვილობა, საკურთხეველი და ზარი - კიდევ 40 ათასი მარკა.
1904 წლის 14 ნოემბერს კირხე აკურთხეს. თავიდან ეს იყო მცირე კაპელა გოთიკურ სტილში ვიწრო კოშკით ჩრდილოეთიდან და მცირე კონტრფორსებით სამი მხრიდან. მომავალში იგეგმებოდა კირხეს გაფართოება 250 კაცის ტევადობამდე. აღმოსავლეთ მხარეს ფანჯრის ნიშებში გამოსახული იყო წმინდა ადალბერტ პრაღელი.
1921 წელს ეკლესიის სასაფლაოზე დაკრძალეს კირხეს არქიტექტორი ფრიდრიხ ჰაიტმანი.
1932 წელს კაპელას მიაშენეს დამატებითი ნაგებობა ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, ასევე მიაშენეს თანამედროვე კარიბჭე. მის კუთხეებში განთავსებული იყო დიდი მრგვალი ფანჯრები. ამავე წელს კაპელამ მიიღო წმინდა ადალბერტის კირხეს სტატუსი, რომელიც ითვლებოდა პრუსიის მფარველად.
1939 წელს საკურთხეველი გადააკეთეს.
1945 წლის აპრილში კენიგსბეგის შტურმის დროს კირხე დაზიანდა. ძირითადად დაზიანდა ახალი მინაშენები და კოშკის წვეტი. ომის შემდეგ შენობა გადაეცა ნ. პუშკოვის სახელობის ხმელეთის მაგნეტიზმის, იონოსფეროსა და რადიოტალღების გავრცელების ინსტიტუტს. შენობა შიგნიდან გადააკეთეს და ამოიყვანეს სამი სართული.
ამჟამად შენობაში განთავსებულია ხმელეთის მაგნეტიზმის, იონოსფეროსა და რადიოტალღების გავრცელების ინსტიტუტის ადმინისტრაცია.
ლიტერატურა
რედაქტირება- В. И. Кулаков, А. П. Бахтин, А. П. Овсянов, Н. И. Чебуркин, «Памятники истории и культуры. Калининград», Москва, 2005, стр. 142 ISBN 5-902425-01-8