დედოფალ ლუიზას სახელობის კირხე

დედოფალ ლუიზას სახელობის კირხე (რუს. Кирха памяти королевы Луизы; გერმ. Königin-Luise-Gedächtniskirche) — ისტორიული შენობა კალინინგრადში. ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა. წარსულში იყო ლუთერანული ეკლესია, ამჟამად კირხეს შენობაში განთავსებულია კალინინგრადის საოლქო თოჯინების თეატრი. მშენებლობა მიმდინარეობდა 1899-1901 წლებში. აგებულია არქიტექტორ ფრიდრიხ ჰაიტმანის მიერ.

დედოფალ ლუიზას სახელობის კირხე
დედოფალ ლუიზას სახელობის კირხე — რუსეთი
დედოფალ ლუიზას სახელობის კირხე
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 54°43′10″ ჩ. გ. 20°28′33″ ა. გ. / 54.71944° ჩ. გ. 20.47583° ა. გ. / 54.71944; 20.47583
რელიგიური კუთვნილება ლუთერანობა
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია კალინინგრადის ოლქი
ადგილმდებარეობა კალინინგრადი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ფრიდრიხ ჰაიტმანი
ხუროთმოძღვრული სტილი მოდერნი და ნეორომანული სტილი
თარიღდება 1899-1901

მისამართი: კალინინგრადი, გამარჯვების პროსპექტი, 1. კალინინგრადის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე.

კირხე ააშენეს პრუსიის დედოფალ ლუიზას სახელზე. პროექტის ავტორი იყო არქიტექტორი ფრიდრიხ ჰაიტმანი.

ეკლესია ააგეს 1899-1901 წლებში. სამხრეთის მხრიდან ეკლესიას მიაშენეს სასულიერო პირის სახლი, რომელიც თავისი სტილით ძალიან ჩამოჰგავდა თავად ეკლესიას (ამჟამად არ შემონახულა).

ეკლესიის შენობა დაზიანდა მეორე მსოფლიო ომის მსვლელობის პერიოდში და დიდი ხნის განმავლობაში ნანგრევების მდგომარეობაში იყო. 1960-იან წლებში იგეგმებოდა მისი დანგრევა, მაგრამ ეკლესია გადაარჩინა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტის არქიტექტორმა იური ვაგანოვმა, რომელმაც შეიმუშავა პროექტი და ყოფილი კირხეს შენობა გადააკეთა თოჯინების თეატრის შენობად. ამ პროექტის შესაბამისად ეკლესია აღადგინეს და ახალ ხარისხში მოქმედება დაიწყო 1976 წელს.

ინტერიერი აღადგინეს ომამდელი მდგომარეობის მიხედვით, მაგრამ როგორც ასეთი მთლიანობაში მოხდა ინტერიერის სრულიად მორგება ახალ ფუნქციაზე. კამარის ნარჩენები დაანგრიეს, ხოლო ეკლესიის შიდა სათავსო გაყეს ორ სართულად თანამედროვე გადახურვით. პირველ სართულს გამოიყენებდნენ როგორც საგამოფენო დარბაზს, ხოლო მეორე სართულზე იმართებოდა წარმოდგენები.

არქიტქტურა

რედაქტირება

კირხეს არქიტექტურა არ შეიძლება რომელიმე კონკრეტულ სტილს დავუკავშიროთ. თავდაპირველად აპირებდნენ შენობა აეგოთ როგორც ნეორენესანსული ნაგებობა, შემდეგ პროექტი შეიცვალა. აგებულ შენობას ჰქონდა რომანული არქიტექტურული სტილის ნიშნები. შენობის სტილი არ იყო ისტორიული, იგი უფრო წარსულის რომანტიკული ინტერპრეტაცია იყო. ნაგებობას ასევე ჰქონდა მოდერნის ელემენტები.

შენობის ზომები შემდეგნაირია: სიგრძე - 47 მეტრი, სიგანე - 22 მეტრი, შუა ნავის სიმაღლე - 16,5 მეტრი. ეკლესია სამნავიანია და ამასთანავე ასიმეტრიულია. შუა ნავის სიგრძეა 12 მეტრი, ჩრდილოეთისა - 6 მეტრი, ხოლო სამხრეთისა - სულ 2 მეტრი.

ტაძარს აქვს ორი განსხვავებული კოშკი. მთავარ კოშკზე დამონტაჟებულია საათი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Бальдур Кёстер «Кёнигсберг. Сегодняшний Калининград. Архитектура немецкого времени» . Перевод с немецкого (текст). Данные оригинального немецкого издания: Baldur Köster , Husum Druck; 2000, ISBN 3-88042-923-5