კალიმაქე
კალიმაქე (დ. დაახლ. ძვ. წ. 315, კირენე, ჩრდ. აფრიკა — გ. დაახლ. ძვ. წ. 240, ალექსანდრია) — ელინიზმის ეპოქის ბერძენი პოეტი და მეცნიერი, ალექსანდრიის პოეტთა წრისა და ბიბლიოთეკის მეთაური. შეადგინა ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში დაცულ თხზულებათა კომენტირებული 15-წიგნიანი კატალოგი, ე. წ. პინაკები. შექმნა მცირე მოცულობის პოემის ჟანრი — ეპილიონი, რის გამოც დავა ჰქონდა აპოლონიოს როდოსელთან. ჩვენამდე მოღწეულია კალიმაქეს 60 ეპიგრამა, 6 ჰიმნი, კრებულ „მიზეზების“ ფრაგმენტები, ეპილიონის „ჰეკალესა“ და იამბების ნაწყვეტები. მცირე მოცულობის პოემა „იბისი“ დაკარგულია.
დაბადების თარიღი |
დაახლ. ძვ. წ. 315 კირენე, ჩრდილოეთი აფრიკა |
---|---|
გარდაცვალების თარიღი |
დაახლ. ძვ. წ. 240 ალექსანდრია |
საქმიანობა | პოეტი, ბიბლიოთეკარი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „კალიმაქე“ ვიკისაწყობში.
- კალიმაქე — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- კალიმაქე — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)
- კალიმაქე — Genia.ge